სამშობლო
თავზე გადაჰკრავს ფირუზის თაღი, როგორ მიყვარხარ ჩვენო მფარველო, დედამიწის ხარ ედემის ბაღი, ჩვენო მშობელო ქართველთა ველო! კავკასიონის შვილების მიწავ, უნდა ყოველთვის ჩვენთვისა იდგე, შენს სიყვარულში მოვკვდები, ვფიცავ, რომ გიღალატებ, დაიწვას ის დღე! ვახტანგის მეტეხს ეჩვევა მტერი, დავითის გელათს უჩნდება ბზარი, თამარის ფრესკებს გადასდის ფერი, და ჩვენს მდელოებს წაიღებს ქარი, მილივლივებენ და თან ტირიან მტკვარი, ენგური, დიდი რიონი, აქ ლოცულობენ და თან გალობენ სვეტიცხოველი, ჯვარი, სიონი, დიდგორის ველზე და მარაბდაზე, სისხლის წვეთები ახლაც ყივიან, სამას არაგვლის და დადიანის გმირობანი ჯერ არსად მიდიან, და როგორ მივცეთ თავსა უფლება გადაგვიკეთონ სამშობლო ჩვენი? აღარ გვაწუხებს ენა-მამული? რა, არა გვახსოვს წინაპრის ძღვენი? უნდა ყოველთვის გვედიგვერდ ვიდგეთ, ხელი ჩამკიდეთ ძმანო ქართველნო, მუხლის მოდრეკით ვიმღეროთ ჰიმნი, ავაღორძინოთ ჩვენ საქართველო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი