სიყვარულის კოშკთან


პატარა ენგურის პირას კოშკი დგას სიყვარულისა,
ცრემლები მიაგულისა ჩამოსდის მიკარგულისა,
აქ ყველა ქვანი მოსთქვამსა გრძნობისა მისეულისა,
წამო ჩვენ დავპყრათ მიჯნურმან, 
ვაქციოთ ჩვენი გულისან,

შენს სილამაზეს მივსტირით მე და სვანეთის მყინვარნი,
და მდინარემა შეირთო ცრემლები ჩამომდინარნი,
ჩარბის მთებისა გვერდებსა, ლოდსა უთხარა ძირანი,
პირსა ვარ დაჟიებული მისი ტალღისა მძვინვარნი,

დასჭექა, მიხმო თავისკენ: “მო, ჩაირეცხე ნაღველი,
გულ-მურაზ, შენი წყალია, ნანდურო, შენი მთა-ველი,
მო, თუ კაცი ხარ მიჯნური და თუ კაცი ხარ ქართველი, 
მო, ოტიასა სჯობიხარ, შენ გვარადა ხარ პირველი”.

და მეც სახტომად მივედი, წყალი სიხარულს ღვრისაო,
ცივი და ომახიანი მოგგვრის სითბოსა ღვთისაო,
შემოგევლება, გაკოცებს, ვით ჩაკონება ძმისაო,
განუგეშებს და გამხნევებს, შიში დაკარგო სხვისაო,

წყალი იყო რა სიტურფის, წყარო საღვთო რა გრძნობისა,
ვსვამ და ვეღარა ვჩერდები, ვარ სამიჯნურო  თრობისა,
გულდატყვევებულს მიმზერის კოშკი მიაგულს ხსოვნისა,
და მკერდს ისევე მიფარავს, ვით ყვავილები კვდომისა,

ცაში ზარები გავარდნენ, მზემ ღრუბლებს პირზე კოცნაო,
ხეზე ბულბულბულთა ჭიკჭიკი, გზად მე იების კონაო,
კოშკის ბილიკზე მიმიძღვის ეს საუკუნო თრობაო,
ჩემმა სამშობლომ მახარა მე სიყვარულის პოვნაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი