დედოფალს


შენთვის დავეშვი მიწის კალთაზე,
შენთვის დავკრიფე თეთრი ვარდები,
შენთვის დავისვი მე დაღი გულზე,
შენ კი არასდროს შეგიყვარდები,

ვარსკვლავებს ცა არ ენახათ ისე,
არ მოესმინათ ჩემი ფიქრები,
მე ყოველ ღამე შენზე ვოცნებობ,
თვალზე დამდგარა ცრემლის ტალღები,

და როგორ მინდა ერთხელაც ამ ცამ
მიხმოს თავისკენ, ცოდვების ქარში,
დაუსვას ბოლო უაზრო ამბავს 
და გადამაგდოს უძირო ქვაბში,

დაე დავიწვა, ქვესკნელის ცეცხლში
მე დავბრუნდები წვიმად და ცრემლად,
მარგრამ ეს როგორ, როდესაც ისევ
სიკვდილსაც კიარ ვუნდივარ მსხვერპლად,

წუთისოფელი, ტანჯვისსოფელი, 
სოფელი იყო დარდის და ცრემლის,
სხვისთვის ხანდახან, ჩემთვის არასდროს
ყოფილა სოფელი ეს სიყვარულის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი