მეც გადმოვცურავ
სადღაც გალობდა მინდვრის ყვავილი, ცხარედ ვტიროდი მიჯნურ მარტვილი, ისევ ვღიღინებ გულგადაღლილი, ნაომარი ვარ, ფარ-ხმალ დაყრილი, ისრების წვიმა გახვრეტს გულის კარს, ვეღარც აჩერებს ჩვენს „ქაღალდის ნავს”, არვინ აუხსნა სიყვარულის ჯარს, რატომ მიჰქონდა ყველა ტყვია ქარს, ფიქრის ქედები გადავიარე, ტკივილს ტყეებში მე ვეზიარე, ტანჯვის ტალღებში გამოვიქროლე, მყინავ ქარებშიც მე გავიარე, მაცხოვრის ხორცის ამარად ხელში, მხვდები სამყაროს გაუვალ თემში, გრდემლზე უმატა ჩაქუჩმა მკერდში, გამომამწყვდია წამების ქერქში, რატომ არაა ფერები ფერფლში? ოდეს გრძნობებს რომ აქსოვდა ლექსში, მერმე სიცოცხლე გარდაქმნა სენში, ბოლოს ძვლიანად გადაწვეს ცეცხლში, გადმოვცურე მე „ქაღალდის ნავით”, მელოტი მეფის სიმღერის მადლით, ფურცელზე ცრემლებს დახატავს კალმით, ამოიოხრებს დაგროვილ ქარვით, ხეზე ფუღუროს შევეფარებით, ლოდებს მდინარის ავეფარებით, აგვყვეს სამყარო თბილი ბანებით, წამო ვიაროთ, გრძედით, განედით, წუთისოფელში მე ვარ სამებით, დედა, სამშობლო, შენი თვალებით, მინდა ჩავხედო, მოვკვდე წამებით, წამწამებით და ბოლო წამებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი