…მინდვრის ყვავილნი ბეგებზე მარგალიტს დაუთრთვილია


მინდვრის ყვავილნი ბაგებზე მარგალიტს 
დაუთრთვილია,
ფანქრით ნახაზი კონტური გიშრის თვალ დამიტირია,
როგორც გაჭრილა ტარიელ, შენთვის მე წარვ და-მიცდია,
მწარე ამაჟამ ხანგრძლივი ჩემდაჟამ არ განმიცდია,

არ ვიცი ან სად, ან როგორ, აწ უკვე გახელებული,
მერმე ვითომ და რიგებით გულიყო გამთელებული,
არ ვიცი ასე განგებას, რად ვყავარ გამეტებული,
გააფთრებული არა ვარ, აწ უკვე გათავებული,

არვის მიგიგავს თვალ-წარბი, არც პირი, არცა იერი,
მაგრამ როგორღაც ყველაში მესახები და მიცქერი,
არაა ბაქი-ბუქობა, არც ნათქვამია პირფერი,
წითელ კაბაში დამყვები, პეპლებთ ტანია მზისფერი,

ცქერის მწყურვალი გამხადე, მზერას ვერ ჯაბნი სიტყვებით,
გზად მივდივარ და თან ვფიქრობ, ნეტავ წავაწყდე შემთხვევით,
ეჰჰ, შენ არ მხვდები, მაცრუებ, ვერას ვაგლახებ იმედით,
მიწას დავეცე მაჯებით, ბოდრღვა-ხოხვით და წამებით,

მიჯნურთ სიტყვანი ასეა, დრონი მიჰყვების თანადა, 
ისევ ვმღერი და ვოცნებობ, ჰე, ყმან, ამაყევ ბანადა,
ბედობა დღე და კალანდა მან დამიღამა თავადა,
ჟამი ტანჯვის და წამების გამიგანგრძლივა სამადა,

რუსთველის მცნებით ასეა, მომევლინა მე ხილულად,
ისევ ეულს მე თავადა, ცა ფირუზისა ქცეულად,
უცებ მსუბუქად ვიგრძენი, ზემო ავიწი შვეულად,
თურმე დამდგარა დროება, არა ვიყო რა სხეულად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი