ღმერთო გევედრები


უფალს ვთხოვ, არ დამიკარგოს ჩემი სიტყვის რწმენა,
ნეტავ, ღმერთმა არ მომაკლოს შენი სახის ცქერა,
უფალო, გთხოვ, არ გამიქრო სიყვარულის ენა,
უფალს ვთხოვ, რომ არ ჩამიქროს სიყვარულის კერა,

მე უფალს ვთხოვ, არ მომიკლას ჩემი გულის ძგერა,
უფალო, გთხოვ, გევედრები, არ მომისპო წერა,
უფალს ვთხოვ, რომ დამეხმაროს, მას მივუძღვნა ყველა,
უფალო, გთხოვ, არ ჩამიქრო სიყვარულის კერა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი