არსებობდი?
კუბოს კედლებზე ბზარები ჩნდება, გახრწნილ სახეზე კენჭები გხვდება, შენი ქვაც უკვე ნელ-ნელა დნება, ყველა თაობით კავშირი წყდება, ახსოვხარ ვინმეს? მემგონი არა! ბაბუ არ ახოსვს! ცხვრებია, ფარა! აბა შენთვითონ გახსოვდა განა? მამა-პაპამდე, ვინ იყო თანა? ერთ დღეს ყველანი დავავიწყდებით, თუ ვარსებობდით - დავუკვირდებით, ხომ არ მესიზმრა? დავუფიქრდებით, და ძველ ხიდებზე ჩამოვბრუნდებით, ამ დღეს ერქმევა ალბათ სიკვდილი, ცაშიც იგრძნობა მწარე ტკვილი, ქვაბსაც უმატეს უკვე ფითილი, შვილთაშვილებში ატყდა სიცილი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი