შეუპოვარი ქალბატონი (ჩემი პირველი ლექსი)


და როგორია რომ იყო ბუჩქი,
იქ სადაც მხოლოდ მუხები ხარობს,
გიყვარდეს ერთი წითელი ვარდი, 
მარტო რომ უდგას იების მდელოს,

ცივი ქარბუქი ტოტებს მატეხავს,
მიაქვს ჰაერში, გრძნობებში ახვევს,
თავბრუს დამახვევს, სადღაც ჩამაგდებს,
იქ, სადაც ვარდის სურნელი მიხმობს,

შორიდან ვარდი ლამაზი მოსჩანს,
შეუპოვარი, ხელუხლებელი,
სულ რომ ძნელია მოიგო გული
ქალისა, მწარედ უარმჰყოფელი,

ძალა ხომ მხოლოდ იმასა შესწევს,
ვისა ურგია, უზრდია ვარდი,
შესძლებს ორივე ახაროს ერთურთ,
ბუჩქი დიდი და ვარდი ძლიერი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი