მტკვარი


მტკვარზე ტალღებს აერეკლათ თბილისური ღამე,
ისევ ისე ვოცნებობდი, ნეტავ იყო აქვე,
ნიავს ჩემთან შენზე მეტი, აღარავინ მოჰყავს,
ხე, ბუჩქი და ეს ბუნება შენს სახეზე ბოდავს, 

მწვანე ფოთლებზე შენს ღიმილს ვხატავ,
მტრედებს ვუყვები იანვრის ამბავს,
ივნისის წვიმა დაგბანს შენ კაბას,
მგონი მიყვარხარ, რა გითხრა, რა ვქნა?

შენი თვალები, წვრილი მკლავები,
წვრილი ხელები მაგრად ჩამკიდე,
თუნდაც ჩვენ ციდან ცეცხლი გვაწვიმდეს,
არ მინდ უჩემოდ სადმე წახვიდე,

დღესაც მინდება მე შენთან სიარული,
დილა აღარ დგება ჩემთვის მხიარული,
ამას რა დავარქვა უკვე აღარ ვიცი,
ეს გატაცებაა, თუ უკვე სიყვარული?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი