…ვიღებ კალამს და სიტყვებს ვწერ
ვიღებ კალამს და სიტყვებს ვწერ, ოღონდ ვინმე გამიგებდეს, ოღონდ ვინმემ მაგდოს ღირსად, გულის ყურსა დამიგდებდეს, ვინმემ ღირსად რომ ჩამთვალოს, ჩემს ნაწერებს მიჰყოს თვალი, ვფიცავ გულით, დამედება უსათუოდ მისი ვალი, მე ცეცხლი მწვავს შიგნით მუდამ, მხოლოდ კალმით განელდების, რომ არ ვწერო, იმ წამს გული, უსათუოდ დაფერფლდების, კალმით მინდა გადმოვწერო რამ დატოვა გულზე კვალი, ოდეს ვიღაც წაიკითხავს მოედება მასაც ალი, ბოლოს ჩვენც ხომ გადავხტებით “დაძინების ქარაფიდან”, და მეც მინდა გაიმართოს იგი ჩემი გზა-კვალიდან, არ დავკაროგო შთაგონება, მუზის ჩემში სიარული, თუნდ დასჭირდეს წამება და კიდევ მეტი სიყვარული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი