…დღეს მოკვდა ერთი მგოსანი


დღეს მოკვდა ერთი მგოსანი,
იმ სათნოების მხილავი,
დღეს მოკვდა ეგ პოეტი და 
ის “ანგელოზი მფრინავი”,

პოეტი სულ ღიღინებდა,
და მის “ანგელოზს” ეტრფოდა,
მტკვრის პირას ყოველ საღამოს
ის “შემოდგომას” მღეროდა,

ახლა რომ მოკვდა პოეტი,
თმას უსველებდა ნამქერი,
უყვარდა ლადოს “ყაყაჩო”,
გალაკტიონის მას “მერი”,

დღეს რომ პოეტი მოგვიკვდა,
გრძნობა წერაში გალია,
მგოსანს ბოლომდე უყვარდა,
სული ტრფობაში დალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი