ხმელთაშუა შავი ზღვიდან


ზღვისა ტალღებში აღრეულ გული გულად არ რჩებიან,
“არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!”
—————————
მაგ თეთრ ზღვაში ცისფერ თვალებს აუგიათ ბროლის ბაღი,
და მაგ ზღვებ ქვეშ მოელვარე სიხარულის დიდი თაღი,

თეთრ, წითელ და ცისფერ ვარდებს დავუკრიფავ ლურჯი ციდან,
სანაპიროს ტალღის სუნი ხმელთაშუა შავი ზღვიდან,

თბება, ხარობს არე-მარე, ოქროსფერ მზის თმათა სხივგან,
სანაპიროს ქვიშას ერთვის ეს თეთრი ზღვა და თმა მზისგან,

მედეას თმას ნაზად ახვევს ზღვათა შვილი ოქროს საწმისს,
ოქროსფერ მზის სხივებს შორის ვესალმები დღის დასაწყისს,

არტემიდა, აფროდიტე, ბარბალე და დალი ერთად,
შენ ზღვის ნაპირს მოევლინე სილამაზის ქალა-ღმერთად,

მაგ თეთრ ზღვაში ბროლის ბაღებს ეტრფის ცხუმი და აია,
ზღვაში ამ სხივთა ტრფიალი, აბა, ჩემი რა ბრალია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი