აპრილი


*** 
“ყვავილებია შენი ფიქრები,
გვირილებივით სულ გაფითრდები,
შეგეკითხები თითქოს ვედრებით:
ეს ცრემლებია თუ წვიმის წვეთები?”
***

მარტია და მთებზე თოვლი ისევ თეთრად მოსჩანს,
ხვალ აპრილი დადგება და მერცხლები კი არ ჩანს,
გაყვავილდა ხეები და გარე ფერებს ისხამს,
წვიმის სევდამ გამაღვიძა გაზაფხულის სისხამს,

მძიმე წვეთებს დაენამათ ზამთრის ცივი მიწა,
მალე ისიც ხომ გახდება ყვავილების ძიძა,
გაზაფხულის თბილი წვიმა გულში სევდას აქრობს
და საამო სურნელებით ირგვლივ ყველას ათრობს,

სველ ბილიკზე მიმავალი მეც დავთვერი სუნში,
გაზაფხული გამალებით ჩამაფრინდა სულში,
თითქოს ჩემშიც გაყვავილდა გვირილების მდელო,
და შენც ჩემში ისევ ყვავი, ია-ვარდის ველო!

და ღრუბელი მარტის ცაზე წვრილდება და კვდება,
წმინდა ცაზე სიყვარულის ვარსკვლავები ჩნდება,
ვარსკვლავებთან სავსე მთვარის ბატონობაც აღდგა,
სინაზით და ტრფობით სავსე ეს აპრილიც დადგა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი