…მხოლოდ ახლა ვგრძნობ, თუ ირგვლივ შუქი როგორ ნელა ქვრება
მხოლოდ ახლა ვგრძნობ, თუ ირგვლივ შუქი როგორ ნელა ქვრება, მხოლოდ ახლა მესმის გულის - საგულეში რომ ჩერდება, მხოლოდ ახლა შევიგრძენი, რომ ბოლოა თვალთა კვდომა, მხოლოდ ახლა გადაივლის ჩემი ბოლო შემოდგომა, კიდევ ერთხელ მესიზმრება კარგო, შენი ია-ვარდი, გონებაში ელვით გაჰქრის შენი თეთრი ნაზი ლანდი, სიყვარულის საბოლოო, სასიკვდილო ერთი სრბოლა, და-სრულდება ჩემი გულის საუკუნო შენთვის ბრძოლა, ქართველი ვარ, ბოლოს მაინც, ყივჩაღივით მარტო ვკვდები, ბევრი, ალბათ, იქაც მოკვდა, მე მიჯნური მერეც ვრჩები, სევდას გული სულ ინახავს და საფლავშიც მუდამ იწვის, საფლავშიც სულ, ასე დარდობს და ცრემლები მოსდის სიმწრის, კუბოს ფსკერზე ამოვტვიფრე სატკივარი გულის წყნარი, კიდევ ერთხელ გაჟღერდა და გაიჟღერებს ჩემი ქნარი, მიწის ზემოთ სიტყვა ჩემი საამურად დღე-ღამ ხარობს, დიდ-პატარის და მიჯნურთა გონებებსა ერთად ათრობს, მერე რა, რომ ახლა მიწის გულში მე ღრმად გამომკეტეს, არ ნახულა მიწა სიტყვებს სამუდამოდ ამონებდეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი