თბილისის ღამე


ასე წყნარო და თავისუფალო,
სარკმელის იქით ასე მოსჩანხარ,
მხოლოდ შენა ხარ ასე რომ მისმენს,
ყოველ ძილისპირს სმენად მომჯდარხარ,

ვიცი მე გულში რომ ხარ შენ ბრძენი,
ათასი ფიქრი მოაქვს ამ ნიავს,
სიტყვაძუნწი ხარ, ხარ მიტომ ძველი,
ვიცი მე შენ რომ არასდროს გძინავს,

და იმ პოეტთა მსგავსად მეც სულის
ამაღლებისთვის ვარ მეომარი,
და მათ მსგავსად ხომ მხოლოდ ერთი მყავს
შენსავით ბრძენი მე მეგობარი,

თბილისის ღამევ, ოხ, შენ სულ სხვა ხარ,
ოხ, შენ სულ სხვა ხარ, სხვათა მთვარისგან,
შენ სულ მგოსანთა ზრახვებზე ისმენ,
და შენც ჩვენსავით მოსთქვამ განცდისგან,

შენ როცა ისმენ, ციდან შენს გრძნობებს
წვიმის წვეთებით დაწერ მინებზე,
გრძნობათა ზრახვის, მგოსანთა ღამის,
ენაა ასე - წერა მინებზე,

ათასმა იცის კითხვა წვეთების,
კიდევ ათასმა დაიწყო სწავლა,
მე ამ ათასში ერთი ვარ მხოლოდ,
შენ კი ყველასთან ასე ხარ განა?

ოხ, ღამევ, ღამევ, მე ხომ ვიცი რომ,
ოხ, შენ სულ სხვა ხარ სხვათა სარკმელთან,
სულ ყველას ფიქრი მოაქვს ამ ნიავს,
მაგრამ იწვიმებს მხოლოდ ქარებთან,

თბილისის ღამევ, ოხ, შენ სულ სხვა ხარ,
ოხ, შენ სულ სხვა ხარ, სხვათა მთვარისგან,
შენ სულ მგოსანთა ზრახვებზე ისმენ,
და შენც ჩვენსავით მოსთქვამ განცდისგან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი