ქვიშაში მოცეკვავე


ღადოთ ცეკვა კლდეთა ნაპირს თავს დაუკრავს მწუხარებით,
ცაში ფრქვევით თეთრი შხეფის გადამფარა სუდარებით,

შიგ დაფარულს მესიზმრება ოქროს ქვიშით გადაპენტვა,
და მის გულში, ტალღებს გვერდით, შენი თვალწინ გადაფრენა,

ვარდის კაბის გვერდს გიმშვენებს ზურმუხტები და ლალები,
ოხ, საოცრად ჩამოსდევდა კულულები, დალალები,

ღადოთ როკვა, ქართა ქროლვა, საღვთო გრძნობის სულ-შეპყრობა,
სველ ოქროში ნაზი სვლებით მესიზმრება მე შუშპრობა,

ტალღის ცეკვა ლოდთა ჯახით საიდუმლო ზრხვას აფრქვევს,
ქვიშიდან იმ მოცეკვავეს ნელი როკვით ზღვისკენ ათრევს,

ვარდის კაბით მოცეკვავე ტალღებს კლდეზე აამღერებს, 
ქვაზე ჰანგით და შხეფებით ააყვავებს ვარდთა ღერებს,

ოქროს ქვიშით და ტალღებით ანგელოზთა კაბას კერავს,
შავი თვალთა სინათლიდან ცას ვარსკვლავით გამოსჭედავს,

აქ სრულდება მოცეკვავის საიდუმლო აღმაფრენა,
ახალ კაბას ფრთებს მოასხამს და ოქროსფრად ინთო სცენა,

შიგ დაფარულს მესიზმრება ოქროს ქვიშით გადაპენტვა,
ქვიშის გულში, ტალღებს გვერდით, მისი თვალწინ გადაფრენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი