…ცივი თვალებით მე შენთან მოვალ
ცივი თვალებით მე შენთან მოვალ და შენს კალთაში დავსამარდები, ცივი ხელებით მუხლებს გაგითბობ აგვიყვავდება გულზე ვარდები, შენც თმაზე რბილად ხელს გადამისმევ ოხ, რა საამოდ შევტორტმანდები, გავიღიმები თავგადახრილი და სულ თავიდან დავიბადები, შენი ქვითინი გაავსებს ოთახს ინთება ირგვლივ, კარგო, შანლდლები, მოსთქვამ, მოსთქვამ და რატომ არ იცი, მაჯამ აკრიფა ბოლო წამები, ბოლო ოხვრით და გმინვით მე მოვალ და შენს მკლავებში ჩავესვენები, მე მელანდება გზები ტრიალი და ის მწუხარე ნისლის ველები, დაგკრავს გულ-მკერდში ის მძიმე ზარი, აგიცახცახა სუსტი მაჯები, ბოლოს ცივ შუბლზე კოცნას გაჰბედავ პირჯვარს გადამწერ, ღმერთს ეაჯები, ცივი თვალებით მოვალ მე შენთან და შენს კალთაში დავსამარდები, ცივი ხელებით მუხლებს გაგითბობ და შენც ასეთი შეგიყვარდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი