სადღეგრძელო


მე ამ განცდებისგან მინდა რომ ვიცოცხლო,
ვწერო, ვიკითხო და ისევ მასზე ვწერო,
კიდევ გადმოგწერე გრძნობავ ძველის ძველო,
მინდა რომ დაგარქვა ჩემი სადღეგრძელო
————————-

შეხედე, შეხედე, ღელავს და მორბის,
ჩვენკენ მოისწრაფვის, ქარმა სულ არია,
გახედე ამ ტალღებს, ის რა თეთრად მოდის,
პირი ისე უჩანს, მთვარემ გადარია,

ისე, ისე მორბის, სადღაც ვეგულებით, 
ზოგჯერ კი, არიან, ზოგჯერ არ არიან,
შორით სანაპირო, ოქროს ხვეულებით,
თითქოს დარია და ხანაც ავდარია,

ცისფერ შეზლონგებზე ოქროს ნაპერწკლები,
მათი ბრჭყვიალება, ისევ დავიბინდე,
ოხ, რა მარდად მოდის ისევ ეს ტალღები,
მათ წინ ჩამოივლის ძველი მესიმინდე,

ზოგი ტალღა მოვა - თითებს დაგისველებს,
ზოგი რა ძლიერი და თან რა ცბიერი,
ახლა მძლავრად მოდის, სწაფად მიწვდის ხელებს,
თანაც რა დიდია, თანაც რა ძლიერი!!!

ზღვასთან ყველა ვზივართ, ტალღა ჩვენკენ მოდის,
ზოგი ახალგაზრდა, ზოგი ხნიერია,
ზოგის მოგრიალებს, ზოგის ისე მოდის,
ზოგის სულ მცირეა, ზოგის ხნიერია,

ეს ის ტალღებია, აი ის რომ მოაქვს,
აი, სნეულება, გულში რომ ანთია,
გულში დანთებული დიდი ცეცხლი მოაქვს,
ზოგის ნუგეში და ზოგის ღრმა დარდია,

მოდი დაილოცოს, ზღვის ეს ტალღები და
მოდი დაილოცონ, ჩვენთან რომ არიან,
მოდი მათ მიეცეთ, ვისთან ტალღები და 
ტრფობის ნაპირები სულაც არ არიან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი