აღსარება (მინიატურა)


აღსარება (მინიატურა)

ჩემთვის პირველია მამაო და ძალიან მძიმე. 

მამაჩემი 93-ში ეპსხვერპლა რუსის ნაღმს. დედაჩემი მას მუდმივად ამტყუნებდა. თვლიდა, რომ ალექსანდრეს ოჯახზე უნდა ეზრუნა და არა აფხაზეთზე. 8 წელი რომ შემისრულდა, მამაჩემის გამოგზავნილი წერილები ვნახე და სამუდამოდ დავრწმუნდი მის სიმართლეში. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანატოლს ჩემზე უკეთესი პირობები ჰქონდა საცხოვრებლად, თავს არ ვზოგავდი. მინდოდა მამის სახელი კაცურად გამეგრძელებინა.

ერთ უბედურ დღეს დედაჩემმა ცნობილი ბიზნესმენი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაიცნო. ამ ბატონს ფულიც ბევრი ჰქონდა და საკმაოდ გავლენიანიც იყო. ამავდროულად, დედაჩემს ძლიან უჭირდა ოჯახის მარტო რჩენა. თავიდან ნიკოლოზი მხოლოდ ფულადი დახმარებით შემოიფარგლა. ცოტახანში, სახლში ახალი ტანსაცმელი ჩნდებოდა და მაცივარი ყოველ კვირას ივსებოდა. 

ამ პერიოდში 15-16 წლის ვიყავი და მუშაობა დავიწყე, მინდოდა დედას დავხმარებოდი. მეზიზღებოდა ყველაფერი, რაც ამ ბიზნესმენს გამოეგზავნა ჩვენთვის. კარგად ვშოულობდი, მეც მყოფნიდა და ოჯახშიც შემქონდა რაღაც.

ბატონმა ნიკოლოზმა დედაჩემთან საღამოობით შეხვედრა დაიწყო, სახლში მანქანით მოჰყავდა, ხანდახან რესტორანშიც პატიჟებდა. ძალიან დაახლოვდენენ. ვხვდებოდი, ამ
ამბავს კარგი არაფერი მოჰყვებოდა.

რამდენიმე თვეში დაქორწინება გადაწყვიტეს. მიკვირდა, როგორ შეაცდინა დედაჩემი ამ საზიზღარმა. ფულს და ქონებას დედაჩემი არასდროს დაუხარბებია. ალბათ, მართლა აღარ ჰქონდა სხვა გზა.

ქორწილის დღეც დადგა. დარბაზი სავსე იყო თავმომწონე და ეგოისტი ბიზნესმენებით. მათი ატანა არ მქონდა, ყველანი მეზიზღებოდნენ, მძულდნენ, დედაჩემის შემაცდენლებად და მამაჩემის ოჯახის შემარცხვენლებად მიმაჩდნენ. 

სიძე-პატარძლის სადღეგრძელო იყო. გული ვერ მიძლებდა იმ გაიძვერას დედაჩემის გვერდით რომ ვხედავდი. სწრაფად სამზარეულოში გავვარდი, დანა ავიღე, მთელი სისწრაფით ბატონი ნიკოლოზისაკენ გავექანე და ყელი გამოვღადრე, ზედ მივაყოლე დედაჩემიც და ვთვლიდი, რომ ყველაფერს სწორი ადგილი მივუჩინე. მეგონა ეს სისხლი, ახლა რომ პერანგზე მაცხია, მამაჩემის სახელის დასაცავად დავღვარე.

მომიტევეთ მამაო… მომიტევეთ სანამ ისინი მოვლენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი