კრემაცია
მე პოეზიით ვსაზრდოობდი მაშინ როდესაც, სიცარიელემ დაიკავა შენი ადგილი, მე შენ მიყვარდი, ხო.. მიყვარდი მაგრამ ოდესღაც, და უშენობაც არასოდეს იყო ადვილი მე შენზე ფიქრი გონებაში არ დამეტია, და ამ ლექსებსაც უეჭველად გაავსებს ცრემლი, ძილს მე კი არა, თვითონ ძილი გადამეჩვია, და სულერთია, გუშინდელს ხომ ვერაფრით წავშლი ჩემი ოთახი დაემსგავსა კრემატორიუმს, ეს ლექსები კი ღამღამობით კრემაციაზე, მიმაქვს და უკვე მერამდენედ ვიტან ქრონიკულ უშნობას და მისულივარ სიგიჟის ზღვარზე გასროლილ ტყვიას ვეღარ ეტყვი არ მოხვდეს მიზანს, ვერც დროს იკმარებ დამიცვა ან გადამარჩინო, ხომ იცი ბოლოს უჩემობაც თავისას იზამს, და იქნებ ლექსში შენი თავიც აღმოაჩინო, ქვეყნად არაფერს არ ჰქონია სიმშვიდის ფასი, და ყველა სიტყვა ლექსის მხოლოდ დასაწყისია, შენ მიმატოვე, მე კი მხოლოდ წერტილი დავსვი, ტყუილისათვის ხომ წერტილიც კი საკადრისია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი