უზადო მსროლელი, ბენჟამენ ონიანთან ერთად
დავტირი სხეულში წარსულის პანთეონს, პარაკლის აღავლენს ჯვარცმული მესია. ცოცხლებმა კი არა, მკვდრებმაც არ გამთელონ, სარკის წინ ვდგავარ და სიცოცხლის მრცხვენია. რა მინდა, არ ვიცი, დამაჭრეს ფრთები და ტყუილის ძაფებით კერავენ იარებს. მე მაინც ჯიუტად ცოცხალი ვრჩები და ოდესმე სულ ყველა თავისას ინანებს. მე თუ დღეს სიკვდილი წყალივით მწყურია და თუ ხვალ იმედი არაფერს არ შერჩა, რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთი რთულია მომეცით ფიალა, ბოლოჯერ რომ შევსვა... დანებდნენ ლამპრები როგორღაც საჩვენო და სულის მორევში იხრჩობა ლილია. მინდა, რომ ეს სუნთქვა უჩემოდ გაჩვენო როგორი მწვავე და როგორი ცივია. უსაზღვროდ ცხადია, თუ რასაც მოველი, ეგ შენი სიშორე ვაზნებათ მაცვია. დამბაჩას აკლია უზადო მსროლელი უდავო პოეტის უბრალო მარცხია. და დიახ, იელვა, დაეცა შუქები და დიახ — ცრემლები განცდებში ილტვიან... უსულო სხეულზე ეგ შენი ტუჩები, ვწუხვარ, რომ სრულიად ვერაფერს იტყვიან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი