ამპარტავნული
დაძველდა ალბათ ჩემი ლექსები, და თითქოს სათქმელს ვეღარ ამბობენ, რა გრამატიკა ან რა წესები, მთვარეს ბოზივით ყველგან ხმარობენ, ვის რაში უნდა სიმართლე ანდა, ჩემი მორალით თავის შექცევა, პოეზიაში სიახლე ჩაკვდა, მკვდარი ლექსებით უნდათ შეცდენა, ყველა იმ სნეულს ვისაც უყვარდა, ვინც სატრფოსათვის სული გაიღო, წასვლიათ ფერი, გასვლიათ ვადა, მე თქვენი ლექსი როგორ გავიგო? მითხარით რამდენს გწვევიათ განცდა, შენში რომ კივის : "პოეტი არ ხარ" არ მინდა ამით მე თქვენი განსჯა, თუ პოეტი ხარ სხვებს რატომ გავხართ? მიეც გონებას გზა-გასაქანი , თუკი გინდათ რომ იყოთ უმეტეს, გაქვთ მეტი ღამე გადასატანი, და მერე დაწერთ რამე უკეთეს, არ განგსჯით ვინმეს, მე თქვენზე მცირე, არც თქვენს რითმებში ძრომას ვაპირებ, ჩემი ლექსები არ არის მტკიცე, მე ამით მხოლოდ ჩემს სულს ვაპურებ, დაძველდა უკვე ჩემი ლექსები, პოეტობასაც ვადა გაუდის, რა გრამატიკა ან რა წესები, ვაი პოეტებს ესეც გაუვლით. .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი