***


სამყაროს დუმილს არღვევს ამ ღამით,
ჩემთან მოფრენილ მუზის სტუმრობა...
სექტემბრის სიო ნავარდობს გარეთ,
თან ფოთოლცვენის უსასრულობას,
ფონად ედება პირბადრი მთვარე...

ხმელი ფოთლების  ხმა ისმის ბორგვის,
ქვაფენილზე რომ ზანტად აცურებს,
სუსტი ნიავი_ თბილი და მორცხვი,
სახეზე ხელებს მომიფათურებს,
თბილად და ჩემი ცოლივით  მკოცნის.

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი