ერი


დაე, დავინგრე როგორც ძველად ნაშენი ციხე
და აღარ ვიყო კირქვით ნაგებ კედლივით გამძლე!
ჯაჭვის პერანგსაც გორგასლური ძალით გავიხევ,
რომ მხოლოდ შენთვის მოვკვდე,  ამის პირობას გაძლევ!
ქონგურებიდან ვიგერიებ თითქოს ყრუ ქაჯთა,
ასგვარი ხრიკით და ფანდებით მოსეულ ლაშქარს...
ო, საქართველოვ! მეუფლება ისეთი განცდა,
რომ იბერიის გაბრწყინების იმედი გაჩნდა!
იღვიძებს ხალხი, ღრმა ძილიდან გამოდის ერი,
ბასრი ფხა-პირი ავულესოთ დაჟანგულ გორდას... 
ქართული სულით, შემართებით და გულის ძგერით,
კვლავ დავიბრუნოთ საამაყო რაც წინათ გვქონდა!

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი