***
თითქოს რაღაცას ველი... არ ვიცი რას, მაგრამ ვატყობ აგვიანდება! ჩემი ყოველი ერთი ნაბიჯი, არის იმ ფიქრის აკვიატება! მაგონებს იმედს, ნაპერწკალივით, გულის კუნჭულში ჩუმად რომ ღვივის და როგორც უფლის სანდო ტარიგი, თავდაჯერებით ვასხივებ ღიმილს! დრო გადის, მიქრის დღეები, წლები, თან ისე სწრაფად, რა უხმაუროდ, რომ ვერც კი ვამჩნევ, როგორ ვიცვლები და გულმხურვალედ ვდღესასწაულობ სიკვდილთან სულის მიახლოვებას! ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი