ნუ მსაყვედურობ...


ეს შემოდგომაც ნელა, მაგრამ გავა უცილოდ,
ზამთარი წელსაც ძველებურად აშლის ცივ ქარებს,
ჩამოთოვს და ჩვენც ფიფქთა ცვენას ერთად ვუცქიროთ,
იქამდე სანამ ითოვებს_ არ გადაიდარებს.

ნუ მსაყვედურობ, თუ გაზაფხულს დაგპირდი ლამაზს,
ვერ შეგისრულე, ვერ გიაპრილ- ვერ გიმაისე...
შენ ჯერ არ უწყი, თუ რა სევდა და დარდი დამაქვს,
სწორედ ამიტომ, ბევრი რამ ვერ გავითავისე.

მომეცი დრო რომ ჩემებურად ლექსები ვჩორკნო,
სახლის კუთხეში განვმარტოვდე ფანქრით და ფურცლით...
დამიდგი ხისგან გამოთლილი სამფეხა ჯორკო,
ჯერ შენს ღიმილს და მერე მუზის მოფრენას ვუცდი.

ეს შემოდგომაც ნელა, მაგრამ გავა უცილოდ,
ამ წლის ზამთარი, შარშანდელზე იქნება ცივი...
ჩამოთოვს და ჩვენც ფანტელების ცეკვას ვუცქიროთ,
მსურს ფიფქთაცვენა იყოს მშვიდი და თან ხანგძლივი.

ნუ მსაყვედურობ, რომ გახაფხულს დაგპირდი ლამაზს...

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი