მზე შემოდგომის


🍁🍂🍁🍂

ლექსით ვაცილებ წმინდა აგვისტოს,
ცა გაირინდა, გამეწამულდა
შემოდგომის მზე ფოთლებს აყვითლებს...

დრო მიაქვს წამებს, ქარებს ფოთლები,
ოქროსფერთმიან მზეს ვეგებები,
იმედებით და შენზე ოცნებით.

აღარასოდეს ამოვა აწი,
ასე ლამაზი, თან სევდიანი
შემოდგომის მზე, თბილი და ნაზი.

ლექსით ვაცილებ წმინდა აგვისტოს,
გამეწამულდა ცა, გაირინდა...
შემოდგომის მზე ფოთლებს აყვითლებს,

მზე შემოდგომის...

ფრიდონ ზოიძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი