***
,,დარდის გაზიარება_ ნახევარი დარდია"...(ო) თორემ აღარ მშველის არ... ერთი ყუთი თამბაქოც... უიმედო დღეები, წამებივით გარბიან, ამ ლექსისთვის არავინ დამძრახოს, არც დამაქოს. როცა მუზა_ ხასიათს, ვერ უგებს ვერ ეწყობა, ლექსის ქარიშხალი გულს, ასკდება და აწამებს... მე ეს სევდა რატომღაც, არსაიდან მეცნობა, ვცდილობ მაგრამ მელნის ზღვას, ვერაფრით გავატანე დარდი_ მე რომ განვიცდი, ვისაც გავუზიარე... არათუ განახევრდა, უფრო მეტად აზვირთდა! ჰო და ისევ საკუთარ, თავმა მომცა ზიანი, ჩემი ხელგაშლილობა, ერთი თეთრიც არ ღირდა, თურმე და რა ვიცოდი, სანანებლად გამიხდა, ჩემი გულის სიკეთე, ყველა ქვაზე რომ ვდებდი... უიმედო დღეები, წამებივით გარბის და განსაცდელი მძიმეა, ღმერთო ჩემო, როდემდე?! ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი