მოდი
შემოდგომის ნაცრისფერი ნისლი ლურჯ ცას ბურავს, წვიმს და თითქოს მყუდროება შეეპარა სახლებს... დედამიწა ჩვეულ რიტმში, მზის გარშემო ბრუნავს, რაც ხან სითბოსა და ხანაც, სიცივეში გვახვევს. ახლა, ამ წამს სულერთია ჩემთვის ყველაფერი, ოღონდ გული მზით თუ არა, სიყვარულით გათბეს... სად ხარ ნეტავ? იქნებ წვიმის წვეთებს ენაზები, ან და იქნებ ცივ-ცივ მძივებს გაურბიხარ, ასწრებ... როცა ზამთრის სუსხიანი, ქარი მხარ- ფრთებს გაშლის, როცა ციდან დაიწყება ფანტელების ცვენა... ფიფქებს ყველგან მიმოაბნევს ნაფეხურებს წაშლის, აივსება, დადებს იმდენს, ფანჯრებსაც მიწვდება. როცა ღამის ქარი ციდან, გადარეკავს ღრუბლებს... შეციებულ, სავსე მთვარეს გამოაჩენს ქროლა! ააბრწყინებს გადაპენტილ ქუჩებსა და უბნებს, თუ ვერ მოხვალ დამჩემდება სევდა, გულის წყრომა. ფანჯრების წინ დაკიდებულ ლოლოების მწკრივი, მთვარის შუქზე ემსგავსება ძვირფასს მძივებს ვერცხლის და მე როგორც დიდი ხნის წინ, ცოლმოკლული ქვრივი, მსურს ველოდო გაზაფხულს და კუდ'მაკრატელ მერცხლებს. სად ხარ ახლა, იქნებ წვიმის წვეთებს ენაზები?! თუმცა ჩემთვის სულერთია დრო და პერიოდი... ნუ მისურვებ კენტად ვთელო დათოლვლილი გზები, გევედრები უცილობოდ, მალე ჩემთან მოდი. ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი