მიძღვნა ბაბუას
* * * არც გუთნისდედა, აღარც გუთანი და არც წიქარას ხნულში ბელტები... მეზობლის ბანი, ღვინო, ბუხარი... ბაბუას ნამყენ ხეჭეჭურივით, ცხოვრების ქარში ვიფიტები და დედულ-მამულზე დარდით ვბერდები. აღარ მოუსხამს წელს ხაზარულას, მარნის კარებიც აღარ ჭრიალებს... ღვინის ჭურები სულ დაბზარულა, (რაღაც სხვავვარი დროება დადგა, ამოუხსნელი, აღვირახსნილი) და საშინელი სევდა მძვინვარებს... უცებ წამლეკა ჟამთასვლის ღვარმა, გადამირეცხა გზები ხავერდის, ვერ შეეჩვია ამას ჩემ გვარმა და ვიწრო, ქვიან, დაგრეხილ ბილიკს, მივყვები_ სად ვარ, კაცმა არ იცის... ჩუმი ლოცვებით უფალს ვავედრებ, სარეველებით შეჭმულ ნაყანევს, ხავსმოდებულ და დამპალ ნაფუძრებს, ნანგრევ ნაბინვრებს, ჭინჭრიან ჭალებს... აქ სისხლისფერი, შავხალიანი ყაყაჩოების ლაშქარი მახსოვს. სოფლის ცივი და თავქარიანი, ნიავი დარდებს ლექსებში აქსოვს. ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი