***


*  *  *

როცა განსაცდელს არ უჩანს ბოლო,
როცა დაღმასვლის აღარ ჩანს ფსკერი,
როცა ტანჯვაა სულში სულ მხოლოდ,
როცა ფიქრდები ვეღარ უშველი,
სიცოცხლეს შენგან თითქოსდა გასულს,
მიიღებ შენივ რწმენისგვარ პასუხს!...

თუ მოთმინების სავსე ფიალა,
ისე შეირგე როგორც ხვანჭკარა,
გრძნობ გაგიყუჩდა ყველა იარა,
გრძნობ გული უფლის ლოცვით გამთბარა,
ის მოთმინება და შენანება,
ბედნიერების წამად დამდგარა!...

თუ სიყვარული არის მთავარი,
თუკი შეცდომებს ვპატიობთ ერთურთს...
თუ არ ჩამქრალა გრძნობის ღადარი
და თუ ვაგრძელებთ ცხოვრების ფერხულს,
მაშინ მერწმუნე სადღაც აქ არის,
წყალობა ღვთისგან, რაც გვსურს რომ გვერგოს!

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი