გათენდება...
ღამის მოღრუბლულ ცას ავყურებ, ვერაფერს ვხედავ... არაფერი ჩანს გარდა ბნელი უსასრულობის... ჩემსავ თვალებში სიცარიელის სიცივეს ვღეჭავ, ჩუმი ბრაზის და მოსაწყენი მარტოსულობის. დრომ თავის დროში გადათვალა ყოველი წამი, დრომ წარსული დროც გადაცვალა ახალ ამინდში... რა სიმშვიდეა, ისმის სიოს ჩურჩული_ჩქამი... გათენდება და მზე ფანჯრებთან სხივებს გაგიშლის. ღამის მოღრუბლულ ცას ავყურებ, ვხედავ ვერაფერს... რა სიმშვიდეა, ისმის სიოს ჩქამი_ ჩურჩული! შენს ოცნებებში ჩემი გული ადგილს ვერ აგნებს, დღისით თუ ღამით ჩემში გალობ, როგორც ბულბული. ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი