ბარათი ლექსით
ღამის სიჩუმეს მიაქვს დრო და წამები მირბის... ყვითელ ბარათს ჰგავს მთვარის შუქით ნაფერი ზეცა... ზედ ლექსებს გიწერ თვალის კალმით, ნახტომი ირმის, სადაც სრულდება_ ვსვამ წერტილს და ფაქიზად ვკეცავ! წამები მირბის, წამები ხომ არ გაჩერდება?! შენი თვალების ფერს მიიღებს დილით ცისკარი! ღამე სულ მალე გაფითრდება, დამათენდება, ასე გავფანტავ დროს და ლექსებს, თუ არ მითხარი: რომ რა ხანია მელოდები ცხადში, სიზმარშიც... რომ ჩემს ბარათებს შენს ოთახში, ლექსთა ხმები აქვთ, რომ არ გაქვს ეჭვი, გულის_გულში, ერთი მისხალი, ჩემი ფრაზები, რომ შენს ფიქრებს ეხამებიან! ამ ოცნებებში აჭიკჭიკდნენ რიჟრაჟის მაცნე, გულ-გულყვითელა იადონთა გუნდი... მზისდარო, ამ სილამაზეს მგოსნის ენა ლექსით ვერ აღწერს, მაგრამ მე შენთვის, მაინც ვცდილობ ოცნების ქალო. ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი