***
სულში გაყინულა ცრემლი, არა სიცივისგან და არც, შენი გულგრილობის გამო! გულში ჩაკირული სევდით, არა სიშორისგან მარტო... მე ჩემს უბადობას ვდარდობ! გზებიც გარინდულან_გზებიც, გზებიც არსაით არ მიდის... არა, ამჯერად არ ვცდები! სად ხარ? სად ხარ შენ, რომ სხვები, ყოველ ვარდობისთვის საწყისს, ბრუნდებიან_ შენ კი რჩები?! სული დაელევა მაისს, მე ამ ვარდებივით ვჭკნები. შენ არ დაბრუნდები მაინც! ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი