მივალ შუახევს.


წმინდა გიორგის ტაძარი_ ზვარე...
ლოცვანი, სანთელ-საკმევლის მადლი!
სამხარზე ჭადი და პრასის მჟავე ,
სხვა სიტკბოებას აღარ დავხარბდი!

მე ვიცი დედულ-მამულის ყადრი,
კარგი ულაყის, თოფის და ხმლისა!
ჩემს ნაჯაფ, ნაბრძოლ წინაპრის ხვედრი
და ლომის წილი მოყვას_მოძმისა!

რა ადვილია მხოლოდ უყურო, 
წარმტაც ციხეებს, სოფლებს, ბაღ_ვენახს...
ხისა და ქვათა ოსტატი ხურო,
როგორ უძლებდა ნგრევას და რქენას.

გზა_ ღელე-ღურდან-ღარდა ბარდებით,
ქვა- ხავსიანად მორწყული სისხლით...
მივალ შუახევს და თან ვბრაზდები,
რომ მტრის რჯულს ჯერაც, ბევრი არ იცვლის.

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი