მეფე დავითი


წმინდა მოძღვარო, გულმართალო, დავით მეფეო!
შესთხოვე უფალს, მოგვივლინოს კაცი შენდარი,
თორემ ხომ ხედავთ? ვიღუპებით,
ჯვარი გვეწეროს!
ანტიქრისტეა შენს კვარცხლბეკზე
ზიზღით შემდგარი.

ღვთის კვართის მცველებს, გვაზეიმე უფლის აღდგომა,
რამეთუ სულებს, მტრის ალყაში ვერაფრით ვშველით!
შეგვინდე ცოდვა, უნებლიედ გულების წყრომა...
ქართველ ვაჟკაცებს კუშტი სახე ოდითგან გვშვენის. 

მეფეო დავით, შენი ნიჭი, გონების მადლი,
უბოძე ყველა ივერიელს, ქრისტეს გზით მავალს!
დავით მეფეო, ქედს გიხრი შენ, თავის სიმდაბლით,
დიდგორის გზა ვარ, კრწანისი ვარ მე ჩემდა თავად!

წმინდა მეფეო, უძლეველო, მადლშემოსილო,
ევედრე უფალს_ დაგვიბრუნოს დიდება ძველი...
წილხვედრი მიწის, კურთხეულო უძღებო შვილო,
მიიღე ჩემი ვედრება და სალექსო ძღვენი.

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი