ცივათ პატარძლებს


აპრილია და ყვავის ატმები,
პატარძლებივით მორთულან ვხედავ...
ცივი ქარია_ წვიმა ამკლები
და გამწამები უმწიკლო ხეთა.

სიცარიელის სიჩუმეს არღვევს,
წვიმის წვეთები_ მუზას თავს ვუხრი!
ხმა არ სცილდება ქაღალდის ფარგლებს,
სადაც ლექსს გიძღვნი, სადაც დავსრულდი.

ჰო, ისე, როგორც ატმებს ყვავილი,
ცვივათ და ცვივათ, როცა ქარია...
მალე სცილდებათ ფერუმარილი,
როს პატარძლობა არ უხარიათ.

ქარია, წვიმს და ცივათ პატარძლებს...
ცივათ პატარძლებს, პატარძლებს ცივათ...

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი