იტყვიან...


იტყვიან ლექსებსაც წერდაო,
იტყვიან რომ დედა უყვარდა,
ან სულაც არაფერს იტყვიან,
ან აეცრემლებათ უბრალოდ,
ამწვარი თვალებით სიმწრისგან,
მე დაგენახებით სიზმრიდან!

იტყვიან რომ ცოლი უყვარდა,
სიყვარულს უხსნიდა ლექსებით!
იტყვიან რომ მნახეს დუქანთან,
რომ იმ დღეს ცოტათი შევთვერით,
ან ალბათ არაფერს იტყვიან,
არ ველი სამართალს შერჩევითს.

იტყვიან სამშობლო უყვარდა,
მტრისგანაც კბილებით იცავდა...
ვერ ეკარებოდა უგვანთა,
აზრები რომ უფლის იწამა!
მიიღოს ღვთისმშობლის წმინდა და
ამ სუფთა, წილნაყარ მიწამა.

იტყვიან რომ შვილებს აუგო,
სახლები და ისე წავიდა...
რას ვიზამთ? განგებას რა ვუყოთ?!
ცხოვრებამ ჩააგდო ნავიდან.
გაცურა ლურჯი ცის მორევში
და ყველა ღრმა ფიქრში გარინდა.

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი