იქ!...
იქ არ ხურავენ ქარში დარაბებს, იქ ქარი თითქმის ყოველ დღეს დაქრის... იქ ამინდს ხალხის ლოცვა განაგებს, იქ არ ითხოვენ გვირგვინებს დაფნის. იმ მიღმიერი სამყაროს ხედით, სიცოცხლეშივე უნდა ტკბებოდე, უფლის ნაბოძებ ნიჭით და ხვედრით, ლექსებით უნდა ეფერებოდე... ლექსი რა არის?! თუ არ გრძნობები და ამ გრძნობათა რითმული ჟღერა... მე ვერასოდეს გამოვსწორდები, სანამ ჩამესმის ლექსების ენა. იქ არ ითხოვენ დაფნის გვირგვინებს, იქ ხალხის ლოცვა განაგებს ამინდს... ,,პოეტი ვარ"_ო, არვინ იყვირებს, იქ ქედმაღლურად არავინ დადის. ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი