კვლავ ვიოცნებებ.
აწ, სადაცაა შემოდგომის ეშხი ექნება, აგვისტოს მზისგან გაყვითლებულ ხეებზე ფოთლებს! კვლავ ვიოცნებებ ჩამისახლდე სულში ეგება, და ძველებური გემო ქონდეს ვნებიან კოცნებს! სულ გავიხსენებ იმჟამინდელ, ფარულ პაემნებს, რომ მე ყოველთვის დაუდევრად ვაგვიანებდი... ღამის ქუჩებში შენი მზერით მრუმე აივნებს, შენი კისკისით და ღიმილით ამზიანებდი. წავიდა, გაქრა, გაირბინა იმ დრომ და ხანამ... თითქოს სამყაროს ფერი ნისლის ჩრდილმა შეცვალა... შენც აღარა ხარ ისეთი, ვგრძნობ, დრომ გადაგღალა... და ჩვენ ორივეს_ სილამაზეც გამოგვეცალა. კვლავ ვიოცნებებ ჩამისახლდე სულში ეგება და ძველებური გემო ქონდეს ვნებიან კოცნებს! აწ სადაცაა შემოდგომის ეშხი ექნება, ჩვენი წლებივით შორს გაფრენილ ხმელ, ყვითელ ფოთლებს. ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი