ქალო კოლხისა


მინდა მოგიძღვნა ისეთი ლექსი,
სულის სიმებს რომ აგიხმიანებს!
ცისფერთვალებავ! ტანი გაქვს ლერწმის,
სახე მთვარის და ნათება მზისა!
ჩემი გული შენს მშვენებას ეტრფის,
ულამაზესო ქალო კოლხისა!

ღამეებს ვათევ შენზე ფიქრებში,
დღეებს აბნელებს დრო და ოცნება!
ასე გრძელდება სევდის ნისლებში,
ბედის ვარსკვლავის ლოდინი, ძებნა...
მე შენ წამითაც არ მავიწყდები,
დარდად მაქცია უშენო წლებმა!

ცისფერთვალებავ, ტანი გაქვს ლერწმის,
სახე მთვარის და ნათება მზისა!
ჩემი გული_ შენს გულს ტრფობით ერწყმის,
ულამაზესო ქალო კოლხისა!

ტკივილს ვერ ვდევნი, უფრო იმატებს,
რაც გადის დრო და ჟამი გრძელდება!
წერილებს ლექსად გწერ და ვინატრე,
შენი ტუჩების კოცნა და გემო...
ღამეა, მალე ისევ ინათებს
და შენც მარტო ხარ, როგორც 
მე_ ჩემო.

ცისფერთვალებავ, ტანი გაქვს ლერწმის,
სახე მთვარის და ნათება მზისა!
ჩემი გულის ხმა მხოლოდ შენ გესმის!
ულამაზესო ქალო კოლხისა!

მჯერა დადგება დღე სასწაულის,
რომ შენი თმების სურნელს შევიგრძნობ...
იისფერ კაბით, ვარდის ფურცელო,
მოფარფატდები ჩემთან სულ მალე,
მერე არ ვიცი, გულს რა ვუშველო,
აღფრთოვანება თუ ვერ დავმალე.

ცისფერთვალებავ! ტანი გაქვს ლერწმის,
სახე მთვარის და ნათება მზისა!
ჩემი გული შენს მშვენებას ეტრფის,
ულამაზესო ქალო კოლხისა!

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი