თავისუფალი რაღაც!


თითქოს ერთი ადამიანით ზედმეტი 
ვარ ამ ქვეყნად!..
თითქოსდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაშავებ რაიმეს,
თითქოსდა აღარ მიღირს სიცოცხლე, 
თითქოსდა ცხოვრებამ მტკიცედ მომიხურა კარი.
თითქოს გაქრა სიკეთე და ბოროტების მსხვერპლად ვიქეცი!
თითქოსდა, მშიერ ლეოპარდებმა, როგორც ხარირემზე, ისე დაიწყეს ჩემზე ნადირობა...
თითქოს სადაცაა მიმაგნებენ და დაგეგმილ ალყაში მომაქცევენ!
თითქოსდა ვგრძნობ მოახლოებულ საშინელ საშიშროებას,
წინათგრძნობა მკარნახობს, თუ როგორ მიჭერენ ალესილი ბრჭყალებით და მგლეჯენ ბასრი კბილებით. 
მე მხოლოდ განთიადებს ვგრძნობ, 
მე მხოლოდ მზის სხივები მათბობს 
ცივ სამყაროში!
მე საღამოები მიმძიმს და დაღამებები მიძნელდება ძალზედ! 
ადამიანობის მცირე მისხალი და ნატამალი რომ არა, ასე არ ვიფიქრებდი! 
რომ არა ჩემი წარსული, ასე არ ვიფიქრებდი,
რომ არა ჩემი მომავალი ასე არ ვიფიქრებდი,
რომ არა იმედი, 
იმედი რომ არა, 
იმედი?! 
არაფერი! 

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი