17


ზამთარი ჩამოცლის ციდან თეთრ ფიფქებს და
თოვა დასრულდება, თოვლიც რომ გაშრება,
ალუბლის ტოტებზე კვირტები იფეთქებს,
ლექსები, ლექსები, ლექსები არ ცდება,
დროს უსწრებს, დრო მოყავს, დრო მიაქვს და წლები
გადიან, გადიან არც სწრაფად
არც ნელა.

იისფერ ცის უფსკრულს, იისფერ ცის სარკმელს,
ერევა პოეტის სუნთქვა და ჩემსავ სულს,
ხორციდან ვაძევებ, მარტი კი მის სათქმელს, 
არა და არ ამბობს, არ ამბობს, ან არ სურს.

ჩვიდმეტი ია და ჩვიდმეტი ენძელა,
ჩვიდმეტი რიცხვი და ამდენი ყვავილი...
სამყაროს თუ ერთი პოეტი ეძნელა,
ავდგები, წავალ და ღრუბლებზე გავივლი. 

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი