კლარჯეთის მთვარე
გინახავთ ცაზე კლარჯეთის მთვარე? მოწყენილი რომ დაჰყურებს ციდან?! რა სინანულით უცქერს ამ მხარეს, რა სევდიანი დროება ზიდა. გინახავთ ტაოს როგორ დასტირის? როგორი დარდით მოსთქვამს, ქვითინებს?! წლობით ნაჟანგი ვერცხლის ბარძიმის, ფერი დაედო მესხურ ქვითკირებს. გინახავთ? დილამ როგორ დალეწა, ეს გაბზარული ცა_ კურთხეული !? და ციდან მთვარე ღამეს გაექცა, სიმწრისგან ჩოხა ჩამოხეული. თქვენ არ გინახავთ მთვარე კლარჯეთის... როგორ ლოცულობს ხანძთის გუმბათზე... ნუთუ გაწვდება დრო იმ ქარტეხილს, რომ კვლავ ვიფიქროთ ამ ცის სულმნათზე. ფრიდონი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი