ღობე გაღმა მარადიდი


ღობე გაღმა მარადიდი,
ძველ გურჯების სოფელია...
გამოღმაზე უფრო დიდი_
ჩანს და სევდა მომერია.

ჰო და გაღმა სოფლი ვაკეს,
სახლები და ყანებია...
ჭოროხზე რომ ხიდი გადეს,
იმის იქით ბაღებია.

ჭოროხიპირს ბაღჩი ბოლოს,
ცალკე სახლი მოსჩანს იქით,
მე აქედან ვხედავ გოგოს,
აივანზე ყოველ დილით.

ღობის აქეთ მარადიდის,
ღელე-ღელე გზაპატარზე,
ჩამოვიარ_ მარა რიდით,
მეტად უსულ, ნიავ-ქარზე.

იქით მაინც მეპარება,
ვერ ვუხერხებ თვალებს რამეს,
ვახ და რაფერ მედარდება,
გოგო მარტოდ ათევს ღამეს.

გამოღმიდან ხელს დავუქნევ, 
გოგო ლამაზ ღიმილს გასცრის,
გენაცვალოს შენი გურჯი,
პოეტგულა ჯარისკაცი.

ფრიდონი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი