აირია


შუა ღამე, სევდასავით გულზე მაწევს...
გარიჟრაჟის ლურჯი სიო არსად არ სჩანს!
ჰო და სანამ გათენდება, 
ერთ ლექსს დავწერ,
რახან ჩემი მუზა თავზე მადგას ამ წამს.

აირია გულში ყველა გრძნობის განცდა,
საკუთარი ფიქრით სული გავილახე!
,,მიყვარხარ"-ო! ეს სიტყვები როგორ დაგცდა?
როცა შეგან ეს ვერასდროს დავინახე.

ყველაფერი საკუთარ თავს დავაბრალე,
იმედებიც არ ბრუნდება რწმენის ზღვაში...
მდორე, მღვრიე ცას  წვიმები დავაბარე,
რომ იმ ღამის მოგონებებს 
ალბათ წაშლის.

აირია, დაირია ფიქრი ცაში!
შეერია იმ ნესტიან, მღვრიე ღრუბლებს...
სიცივემაც გამაჟრჟოლა უცებ ტანში,
იქნებ ისევ, იქნებ ისევ დამიბრუნდე.

ფრიდონი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი