წამიერად!
შენი სამყარო სამოთხეა, ჯერ არ ხილული... არ საჭიროებს ჩემს მორთმეულ იების კონას! მაგრამ მე მსურს, რომ ჩემი ხელით იყოს მორთული, ჩემი თითებით დახატული დავადო ფონად. არა, მე მომწონს ის ედემი სადაც შენ ხარობ! ეს ღვთის ნაქარგი ჰორიზონტი დედებულია... მაგრამ მე უფრო მეტი მინდა ოცნების ქალო, იმაზე მეტი ვიდრე ლექსით იგრძნო სრულიად. იცი როგორი სამყაროა, მე რომ გაგიშლი? ბულბულის ენით რომ ხარობენ ია-ვარდები... შენია, შენთვის მიჩუქნია, როგორ დაგიშლი?! ზეცის სილურჯე, თბილი მზე და მთის ხავერდები. და კიდევ იცი, რა განცდაა როცა შემიგრძნობ, როცა მაგ ხელებს ცის ჭურჭელში ხარბად დაურევ! როცა მთვარესა და ვარსკვკლავებს ახლოს შეიცნობ, მწამს დასასრულიც არ ექნება დღესასწაულებს... კიდევ ბევრი, ჯერ უფიქრალი რამე მაქვს შენთვის, მერე და მერე რომ მეშლება თვალსაწიერად... რას არ გაჩუქებ, მგონი ალბათ სამყაროს შევცვლი! ამ შობის ღამეს, დამესიზმრე გთხოვ, წამიერად. ფრიდონი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი