ნაბიჯით იარ!
*** ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, 2005_2006 წლებში მოხდა. ქალაქ რუსთავში ჟ. შარტავას ქუჩაზე ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა ოთხი წევრისგან შემდგარი წყნარი, მშვიდი და ძალიან კარგი ოჯახი. გიორგი ნემსაძე და ნელი მახარობლიშვილს ორი შვილი ჰყვავდათ. ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ქალიშვილი თეა სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე იყო, ხოლო გეგა გაზაფხულზე საშუალო სკოლას ამთავრებდა... გეგა არ იყო მაინცდამაინც წიგნებზე გადამკვდარი მოსწავლე და არც თუ ისე კარგად სწავლობდა, თუმცა დინჯი, წესიერი და მშვიდი მოსწავლე იყო. მასწავლებლები მას ნიშანს კარგ ყოფა_ქცევაში უწერდნენ და ასე გადადიოდა ზანტად კლასიდან_კლასში. გიორგი რუსთავის მეტალურგიურ ქარხანაში მუშად მუშაობდა , ხოლო ნელის სახლის პირობებში სამკერვალო ჰქონდა და ოჯახს არ უჭირდა. მშობლებისა და დის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად გეგა მაინც ზერელედ ეკიდებოდა საშინაო დავალებების შესრულებას და გაკვეთილების სწავლას. მას სულ სხვა ინტერესები ამოძრავებდა და ჯიუტად ფიქრობდა რომ სკოლაში სიარული ფუჭად გაცდენილი თერთმეტი წელი იყო. გეგა დაახლოვებით 1 მ და 90 სმ სიმაღლის, შავი ხუჭუჭი თმებითა და სწორი ცხვირით, შავგრემანი და სიმპათიური ახალგაზრდა, სოპორტული აღნაგობის ყმაწვილი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი კომისარიატიდან უწყება მოუვიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე. ნელი მთელი დღე უხასიათოდ იყო და იმ დღეს აღარაფერი შეუკერავს. პარასკევ დღეს თეაც მოვიდა უნივერსიტეტიდან. საღამოჟამს კი გიორგის ელოდნენ, აინტერესებდათ თუ რა აზრის იყო გეგას ჯარში წასვლის თაობაზე. გაზქურაზე ჩაიდანი დუღდა და მომაბეზრებლად უსტვენდა... ნელი და თეა ტელევიზორს უყურებდნენ, გეგა კი აივანზე ჩიტებს პურის ნამცეცებს უყრიდა და ვერ შეატყობდი, ჯარში წასვლა უნდოდა თუ არა. გაისმა კარზე ზარის ხმა, კარი თეამ გააღო. კართან დაღლილი გიორგი იდგა ხელში პურითა და საკვები პროდუქტით სავსე პარკებით. _მოხვედი შვილო?! დღეს ყველა ერთად ვართ, ხვალ შაბათია და ას გრამს გადავკრავ, გურამი და ზაზა უნდა მოვიდნენ ცოტა ხანში, დღეს ყველა ცოტა ადრე დავეთხოვეთ უფროსს. თან სათვალე გამიტყდა და ხვალ გეგას გავატან შესაკეთებლად. _ნელი! რა მოწყენილი დამხვდი ქალო, გულზე ცუდად ხომ არ მოგხვდა დღეს რომ დალევას ვაპირებ ქარხნის თანამშრომლებთან? არა კაცო, რა გულზე მომხვდა, სულ არ სვამდი ხოლმე?! რაღა ახლა გაგიჯავრდები?! ჯარში გამოიძახეს შენი ტანსარო ბიჭი, ჰკითხე ერთი რას აპირებს ... ჩვენ გვეუბნება: _ქალები ნუ ჩაერევით კაცების საქმეშიო, სულ დაავიწყდა რომ დედამისი ვარ ეტყობა. ასე როგორ დაიმსგავსე გაუცინარი ხელმწიფე ეს! _კაცი ჯარში უნდა წავიდეს ან ქარხანაში მუშაობდეს, აბა ბალეტმაისტერი კი არ იქნება. _იმსიგრძეა ბალეტს მართლა კარგად იცეკვებდა გაეხუმრა თეა ძმას... გეგამ თმებზე მოქაჩა, მოიზიდა და ხელში აიტაცა დაიკო დაატრიალა, შემდეგ ისევ დივანზე დასვა და ცხვირზე უჩქმიტა მწარედ. ასე იცოდა ხოლმე ცოტა უხეშად თეას წვალება და ამის გამო სულ კინკლაობდნენ... ორშაბათ დღეს დიდუბეში სამედიცინო დათვალიერების შემდეგ ახალწვეულების სია კაპიტან გელაშვილმა ჩაიბარა. ავტობუსებში ჩასხდნენ და ბიჭებს ამცნეს რომ ოსიაურის ბაზაზე გაივლიდნენ კარანტინს და სამხედრო, საცეცხლე მომზადებას შეუდგებოდნენ... უკვე ღამის ათი საათი იყო როდესაც სამანქანე გზის მარცხენა მხარეს სამხედრო ნაწილს მიადგა სამი ავტობუსით წვევამდელი რეკრუტები. კაპიტანი გელაშვილი შეუძღვა წვევამდელებს, სამ რიგად მოაწყო და პლატცზე განლაგდნენ... _ყურადღებით მისმინეთ ყველამ! მე კაპიტანი გელაშვილი ვარ... ასე, ახლა როგორც ხართ მოწყობილი გადაადგილდებით თქვენგან მარჯვნივ შენობაში, დაგირიგდებათ თეთრეული და ადიალები... გამოგეყოფათ საწოლები, დაალაგებთ ჩანთებს და ისევ აქ მოხვალთ და მოეწყობით! გასაგებია?! ყაზარმაში ნაბიჯით იარ! გეგა ათვალიერებდა ყველა მის მომავალ თანამებრძოლს, ზოგი არ მოუვიდა თვალში ზედმეტი ლაპარაკისა და ოხუნჯობის გამო , ზოგს ვერაფერი გაუგო, ზოგი წვევამდელი კი საერთოდ აზრზე არ იყო რა ხდებოდა მის თავს და ატყობდა ახალი გარემოს მიმართ შიში და მღელვარება რომ ჰქონდათ... გეგას კი საერთუოდ ვერ შეატყობდი ვერც დაღლას და ვერც შიშს. მიყვებოდა ცხოვრების დინებას დინჯად და თამამად. დასაწოლი ადგილები გაინაწილეს, მიიღეს თეთრეული და ადიალები, გაასწორეს საწოლები არმიის წესის მიხედვით, ყველამ ერთნაირად, დაალაგეს ჩანთები და პლატცზე დაბრუნდნენ... შემდეგ ივახშმეს და დასაძინებლად გაემზადნენ... გეგასაც და დაღლილ ბიჭებს მალევე ჩაეძინათ... - რეკრუტებო ადეეეეეე!!!!! დილის შვიდის ნახევარია, ვიბანთ ხელ_პირს და ვეწყობით საუზმეზე წასასვლელად... ყველა ვინც თავის ულუფას შეჭამს, მიიტანს და სამრეცხაოსთან ჩადგება რიგში. არავითარი ლაპარაკი და ხმაური. გასაგებია?! ნაბიჯით იარ!!! და დადგა დრო სამხედრო ფორმებისა და ფეხსაცმლის მიღებისა. ეი შენ, ბატონო რეკრუტო რა გვარი ხარ?! _ნემსაძე... _არ იცოდი სად მოდიოდი?! _ვიცოდი ოფიცერო! _ოფიცერო არა, ბატონო ლეიტენანტო... გასაგებია? _კი კი, კი არა_ დიახ! _დიახ. _მერე ეგ ხუჭუჭა დალალები ვერ დატოვე პარიკმახერთან?! მწყობრში სიცილი ატყდა... _ხომ ხედავ ყველას როგორ აქვთ შეჭრილი თმა?! მახათაძე!! წაიყვანე და გადაპარსე თავი ნემსაძეს და ისე მოვიდეს. ფორმას არ უხდება დალალები... ისევ სიცილი ატყდა... გეგა აუღელვებლად იღიმოდა და წარბიც არ შეუხრია ოფიცრის უხეშ იუმორზე. მოსაწევ ადგილზე გამოიტანა ხის სკამი, ელექტროსაპარსი მანქანა და ორასამდე წვევამდელის თანდასწრებით მახათაძემ დაუწყო თმების გადაპარსვა. დიდი ოხუნჯი და ტაკიმასხარა ვინმე იყო მახათაძე.... გეგას ხან კიკინა დაუტოვა, ხან ორად გაუყო ქოჩორი, ხან წინ პირამიდასავით დაუტოვა და სარკეც მიცა ხელთ: ასე რონალდოსავით არ გინდა გქონდეს პირამიდა?! ყველა ერთხმად იცინოდნენ გეგას კულულებზე. გეგამ კი ვეღარ მოითმინა და შეღრინა... _ე ბიჭო, მახათაძე ხარ თუ ხარჭამაძე დროზე გადამპარსე ან მოგიღრიცე ყბა ერთი დარტყმითო! _შენ ბიჭო ვის უთხარი ეგა, ტკაც, და გეგას მოხოტრილ თავზე გაადინა ტყაპანი მახათაძის ხელისგულმა. გეგა წამოხტა საჩქაროდ და მუშტი უთავაზა სახეში, თვალი დაულურჯა და წარბიც გაუსკდა, წასკდა სისხლი და ატყდა ჩოჩქოლი... ეს ამვავი მივიდა კაპიტან გელაშვილის ყურამდე. მეთაური პაიჭაძის ყურამდე, შტაბის ოფიცრებმაც გაიგეს და გეგა აღმოჩნდა ოფიცერთა გარემოცვაში, აქეთ ყაზარმაში მახათაძის მეგობრები უღრენენ... მოკლედ უსიამოვნოდ დაიწყო გეგამ ჯარში ყოფნის პირველი დღე... მეთაურ პაიჭაძემ სიმშვიდისკენ მოუწოდა რეკრუტებს და დასძინა: მეორედ ასეთი რამ აღარ გავიგო თორემ ზომებს მივიღებო... დაასრულეს როგორც იქნა თმის გადაპარსვა და აბაზანის შემდეგ ახალწვეულებმა მოირგეს ფორმა_ტანსაცმელი. ვახშმისა და საღამოს ამოკითხვის შემდეგ კი რეკრუტები დასაძინებლად გაემზადნენ. გეგაც ჩაწვა და ცოტა ხანში ჩაეძინა. ღამის ორი საათი იქნებოდა ჩუმად გააღვიძეს გეგა სიბნელეში და უთხრეს: ადექი ნემსაძე უხმაუროდ, ვერავინ რომ ვერ გაიგოს, ჩაიცვი ჩექმები და გამოდი გარეთ, ბიჭები გეძახიანო. გეგა ადგა მშვიდად და გარეთ გავიდა... ე.წ ,,კაპტიორკა" სადაც ძველი აირწინაღები, დახეული ფორმები, ჩექმები და უსარგებლო საგნები ინახებოდა იქ შეიყვანეს. მახათაძე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა... ელოდა იქ თავისი ბიჭების ერთად... აშკარა იყო რომ გეგას ცემა_ტყეპა არ აცდებოდა. ნაწილი -|| მახათ, რაღას უცდი დაარტყი ხელი თუ ხარ ვაჟკაცი! მიდი, თუ რამეა აქ ვართ ნუ გეშინია... _რა გინდათ ჩემგან ბიჭებო, რა დავაშავე?! ვერ ვიტან მე ასეთ ხუმრობას, არც კი გიცნობთ წესიერად, თავი დამანებეთ ყველამ... გეგამ კარისკენ გაიწია და კუთხეში კედელთან აიტუზა რომ ზურგიდან არ მიპარებოდნენ... მახათაძემ გაიწია გეგასკენ და მუშტი მოუქნია, ამ დროს აირიენ სულ ყველა ერთმანეთში და მტვრიანი ოთახის სიბნელეში ატყდა ჩხუბი. გეგა იატაკზე აღმოჩნდა... ყველა სასტიკად ურტყამდა ფეხებს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ერთერთმა დაიძახა, მორჩით! ეყოფა ამ საცოდავს . წავედით ვიშლებით... დატოვეს იქ ნაცემ_ნაბეგვი გეგა და გაიკრიფნენ ყაზარმაში უხმაუროდ. ყველა სასწრაფოდ დაწვა, ვითომც არაფერი მომხდარიყო. გეგა წამოდგა ძლივს ფეხზე და ჩამოიბერტყა ფორმიდან მტვერი. ამათი დედა ვატირე. დავიჭერ თითო_თითოს და ვაჩვენებ სეირს. საპირფარეშოში შევიდა თავპირდალეწილი. გაიწმინდა ფორმა_ტანსაცმელი, დაიბანა ხელ_პირი, ყაზარმაში შევიდა და თავის საწოლში უხმაუროდ შეძვრა. იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს. მთელი ორგანიზმი ტკიოდა. ასეულო ადეეე!!! არ ვარგააა.... დაწეეეე!!! ადეეეე!!! დროულად... დააჩქარეთ, დროულად... მოეწყვეთ ოთხ რიგად... სირბილით იარ! დილის გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ საუზმე და გადავდივართ სამწყობრო მომზადებაზე... თითოეულ ათეულს სათავეში ჩაუდგება ათმეთაური... თქვენი ოცმეთაური იქნება ზედგინიძე... გეგა ნემსაძე მეორე ოცეულის მეოთხე ათეულში პირველ რიგში იდგა... სულ მალე აითვისა სამწყობრო მომზადება და თავისი ათეულის ბიჭებს დაუმეგობრდა კიდეც. დამთავრდა ოცდაათ დღიანი კარანტინიც პარასკევს. დადგა სამხედრო ფიცის მიღების დღეც. შაბათ_კვირას დაისვენებდნენ და ორშაბათ დილის ათ საათზე ფიცს მიიღებდნენ. გეგას და სხვა ჯარისკაცებს ოჯახში დარეკვის უფლება მიცეს. გეგამ აკრიფა სახლის ნომერი და დარეკა ... ალოოო... გაისმა მონატრებული დედის ხმა. _დე, გეგა ვარ... ორშაბათს ფიცს ვიღებ... _ჩამოვალთ მე და მამა დედიკო, ჩემო ვაჟკაცო... რა წამოგიღოთ რა გჭირდება შვილო?! _არაფერი, ყველაფერი მაქვს. _ყველაფერს წამოგიღებთ შვილო, მამამ მანქანა იყიდა, სულ ახალთახალი ოპელი... ვერხცლისფერია დედი... რომ დაამთავრებ ჯარს მართვის მოწმობას აიღებ და შენი იქნება შვილო... _ კარგი დე, უნდა გავთიშო, ბიჭები მელოდებიან.... ამ ერთი თვის განმავლობაში გეგას კომფლიქტი აღარ მოსვლია, არც შურისძიების სურვილი გაჩენია. ისე იღლებოდნენ ვარჯიშით და მეცადინეობებით, რომ ვიღას ჰქონდა ჩხუბის და საქმის გარჩევების თავი. შაბათი_კვირა სრული თავისუფლება და დასვენება იყო სამხედრო ნაწილში. ორშაბათ დილიდან კი სანამ ფიცის ცერემონიალი დაიწყებოდა რამოდენიმეჯერ გაიმეორეს ის სამწყობრო სვლები, რაც ფიცის დროს უნდა გაევლოთ... ამასობაში სამხედრო ნაწილის კარებთან უამრავი ავტომობილი და ხალხი მოგროვდა... ჯარისკაცების მნახველები მოდიოდნენ ოჯახებიდან... მეგობრები და ნათესავები... გიორგიმ მანქანა ნაწილიდან მოშორებით გააჩერა და ნაწილის გამშვებ პუნქტისკენ გასწიეს. თეაც თან ახლდათ... გამშვები პუნქტიდან უყურებდნენ გეგას და ხელებს უქნევდნენ... მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში: ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი. გილოცავთ ფიცის მიღების დღეს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! მოძღვარმა აკურთხა ჯარისკაცები და ფიცის მიღებაც დასრულდა. დადექ! სმენა! დაიშალეთ! ახლა ყველას ჰქონდა უფლება მნახველებთან შეხვედრის. როგორ გაზრდილხარ და დავაჟკაცებულხარ შვილო გეგა, როგორ ხარ დე?! კარგად თქვენ როგორ ხართ? გადაეხვია გეგა მონატრებულ მშობლებს და დას. ტკბილეული, ჩურჩხელები, ხილი, საზაფხულო სპორტული ტანისამოსი, ფეხსაცმელი, წინდები, ხაჭაპურები, მოხარშული ინდაური, შემწვარი დედალი, ლიმონათები, პირადი მოხმარების ნივთები ჩამოუტანეს გეგას. იქ ყველაფერს შუაზე იყოფდნენ ძმურად ჯარისკაცები. ცალკე შენახვა და ჭამა სირცხვილად ითვლებოდა. ულუფა უნდა მოგროვილიყო დაყველას ერთად გაეყოთ. დასრულდა ვიზიტი და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. თეა ძალიან ემოციური გოგო იყო, ცრემლები მოადგა თვალზე. გიორგისაც დაეტყო ემოცია... ნელი შვილს ვერ ელეოდა და სულ ცრემლად იღვრებოდა, კოცნიდა და ეფერებოდა. კარგი დედა, მე კარგად ვიქნები, ჩემზე არ იდარდოთ თქვენ... მალე შვებულებას მომცემენ და ჩამოვალ ხოლმე. გეგას ახალი ოპელი ძალიან მოეწონა. სადილიც მოახლოვდა, ჯარისკაცები მხიარულად შეექცეოდნენ ოჯახებიდან მოტანილ გემრიელ საკვებს. ნაწილი - ||| კარანტინის დასრულების შემდეგ ჯარისკაცები დიდ აუდიტორიაში ისხდნენ და კაპიტან გელაშვილს ელოდებოდნენ... იმ დღეს იარაღის საბრძოლო მახასიათებლები, დაშლა_აწყობა უნდა ესწავლათ... გაიღო აუდიტორიის კარები და კაპიტანი გელაშვილიც შემოვიდა. ცალ ხელში ავტომატ კალაშნიკოვი ეჭირა და მეორეში პლაკატები, სადაც დასურათებული იყო კალაშნიკოვი და მისი ნაწილები. თითო_თითო გამოდიოდნენ ჯარისკაცები და ეუფლებოდნენ იარაღის დაშლა_აწყობას და მის საბრძოლო მახასიათებლებს. სწავლება საღამოს ექვს საათამდე გაგრძელდა. ბიჭებმა გააკეთეს რვეულებში კონსპექტები და საქმეს კარგადაც გაართვეს თავი. სულ მალე ყარაულში დასაცავ პოსტებზე განლაგდებოდნენ საკუთარი იარაღებით. ზოგი კავშირგაბმულობაში იყო, ზოგი იარაღის საწყობში, სადაც დაზიანებული იარაღების რესტავრაციას, გაწმენდა_შენახვას მოემსახურებოდნენ. ზოგი სასადილოში გაამწესეს, ზოგს სამხედრო ტერიტორის პატრულირება და საკონტროლო, გამშვებ პუნქტის კონტროლი დაევალა. გეგა ნემსაძე კი იმ საღამოს რვა საათიდან ყარაულის გუშაგი იყო. ოსიაურის უზრუნველყოფის ბაზაზე გზის მარცხენა მხარეს უზარმაზარი ტერიტორია იშლება სადაც ტყვია_წამლის საწყობებია. ტერიტორიები დაყოფილია და დანომრილია ოთხად. პირველი პოსტი, მეორე პოსტი, მესამე პოსტი და მეოთხე პოსტი. პირველი და მეორე პოსტი სამხედრო ნაწილთან და ყარაულის შენობასთან ახლოს მდებარეობდა თვალსაჩინო ადგილზე, სადაც ახალბედა ჯარისკაცები ასრულებდნენ ორ_ორ საათიან სამსახურს და იცავდნენ იქ არსებულ საცავებს. ახლო პოსტებს და იქ მდგომ ყარაულის გუშაგებს უფრო იოლად გააკონტროლებდნენ სერჟანტები, ოფიცრები, ყარაულის უფროსი და მისი თანაშემწე. მეორე და მესამე პოსტი კი ნაწილიდან მოშორებით, უკანა მხარეს მდებარეობდა და იქ სანდო და გამოცდილი ჯარისკაცები ასრულებდნენ ყარაულის სამსახურს. მათ აღჭურვილობაში შედიოდა ხიშტ_დანა, ავტომატ კალაშნიკოვი აკ_47, 7.62 მმ იანი 90 ვაზნით. ხელის რადიოსადგური. ყოველ ორ საათში საყარაულო შენობიდან მათი შეცვლის მიზნით გუშაგები გადაადგილდებოდნენ მწყობრით, გამრინებლის ხელმძღვანელობით პაროლისა და პასუხით. ყოველ ნახევარ საათში გადიოდნენ კავშირზე საყარაულო შენობაში არსებულ რადიოსადგურზე მორიგე_მეკავშირესთან. ვითარების შეცვლის შემთხვევაში ან რაიმე შემთხვევის დროს ირთვებოდა სპეციალური სიგნალიზაცია და ცხადდებოდა განგაში. საგანგაშო ჯგუფი გადიოდა პოსტების მიმართულებებზე არსებული ვითარების გადასამოწმებლად და პრობლემების აღმოსაფხვრელად... პოსტების მიმდებარე ტერიტორიაზე ასწლოვანი, ხშირი მუხნარი იყო. სოფელი ოსიაური გაშლილი და ვაკე ტერიტორიაზე მდებარეობს ხაშურის რაიონში. სოფლის გარშემო ტრიალ მინდვრებზე საძოვრები და ყანებია. აქ ხშირი და მძლავრი, ცივი ქარები იცის. განსაკუთრებით ღამით, თუნდაც ზაფხულში. შემოდგომაზე უმეტესად წვიმებია და ზამთარში კი გაუსაძლისი სუსხი და ყინვა. გეგა ნემსაძე მეორე პოსტზე შესასვლელ ჭიშკართან მდებარე დალუქულ საწყობს დარაჯობს, სადაც ტყვია_წამალი თუ მსხვილკალიბრიანი ჭურვები ინახება. ქარი გაბმულად ქრის და ღამის სიბნელეში მუხის ხმელი ტოტები ვარდება, რომელიც ეცემა ჟეშტით გადახურულ საწყობის სახურავზე. ეს ხმები აკრთობს და შიშს აღუძრავს. ფიქრობს: ხომ არავინ შემოვიდა ტერიტორიაზე და საწყობის სიახლოვესო. რაღაცნაირი უცნაური და უჩვეულო განცდაა 18 წლის ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს... ღამე, სიბნელე, ქარი, მოულოდნელი ხმები გაურკვეველი ადგილებიდან, ხელში იარაღი, რომელიც პირველა გიჭირავს ხელში, ასე ხანგძლივად... სიამაყის გრძნობა, რომ ხარ ჯარისკაცი და გარკვეული პასუხისმგებლობა გაკისრია, ოჯახზე ფიქრი და ახალ საზოგადოებაში თავის დამკვიდრების პრინციპები... დროდადრო ეჩვევი არსებულ რეალობას... როცა გათენდება და ტერიტორია მზის შუქზე გამოჩნდება ხვდები რომ ღამით სულ ტყუილად კრთოდი შიშით და თვალებით ითვისებ არემარეს. თანდათან შენთვის ყველა ხე, ქვა, ბილიკი ნაცნობი ხდება და თვალდახუჭული შეგიძლია იარო და ნებისმიერ ადგილზე მიხვიდე თავისუფლად ღამის უკუნშიც კი... ჯარისკაცები ერთმანეთთან დამეგობრდნენ.... ასე იცის არმიამ... თავიდან არის თავის დამკვიდრება რთული, თორემ შემდეგ ყველა შენი შინაური და ძმა ხდება... ისე გიყვარდება ისინი რომ სისხლსმღვრელ ბრძოლაშიც კი თავს გაწირავ მათთვის, გამოფრენილ ტყვიას და ყუმბარასაც კი გადაეფარები მათ გადასარჩენად. ნაწილი - IV დრო ზოგჯერ ჩერდებოდა... აღარ და აღარ გადიოდა დღეები... ზოგჯერ კი აღმოაჩენდი, რომ უცებ გასულიყო ერთი, ორი, სამი და ოთხი თვე. ორშაბათის ცინცხალი დილა იყო. ჯარისკაცები მოწყობილი ელოდნენ ნაწილის მეთაურს პოლკოვნიკ პაიჭაძეს და ასეულის მეთაურ მაიორ ცქიტიშვილს. კაპიტანი გელაშვილი მწყობრის წინ იდგა და მეთაურზე პატაკის ჩასაბარებლად მზადყოფნაში იყო. პლატცის ბარდიურზე საქაღალდე ქონდა დადებული სადაც ჯარისკაცთა საშუებულებო დათხოვნის ბეჭედდარტყმული ქაღალდები იდო. ასეულო დადექ, სმენა!!! გამარჯობა ბატონო ჯარისკაცებო! გაუ_მარ_ჯოს! თავისუფლად! მეთაურმა პოლოვნიკ პაიჭაძემ ჩაიბარა პატაკი კაპიტან გელაშვილისგან და ნაწილის ტერიტორია სამხედრო პოლიციის თანმხლებ პირებებთან ერთად დატოვა. კენკებაშვილი! _ვარ, ნასყიდაშვილი! _ვარ, ქელეხსაშვილი! _ვარ, სამადაშვილი! _ვარ, კეკელიძე! _ვარ, ნემსაძე! _ვარ, მამედოვი! _ვარ, გრიგალაშვილი! ვარ, ბარხუდარიანი! _ვარ, ბარხუდარიანი! _ვარ... ძმები ბარხუდარიანები წარმოშობით ქართველი სომხები იყვნენ. ტყუპები გეგონებოდათ... აზერბაიჯანელებმა უფრო ნაკლებად შეძლეს ქართულად საუბარი ვიდრე სომხებმა. 4 თვის განმავლობაში თითქმის გამართულად საუბრობდნენ ქართულად და ქართული ენის სწავლის დაუოკებელი სურვილითა და დისციპლინით გამოირჩეოდნენ. ათი ჯარისკაცი ერთ კვირიან შვებულებაში დაითხოვეს. გაიღო სამხედრო ნაწილის ჭიშკარი და ჯარისკაცები სიხარულით გაეშურენ სახლებისკენ. ოსიაურის სამხედრო ნაწილთან ახლოს მდებარე გზაზე განლაგდნენ და ავტომანქანებს ხელს უქნევდნენ, ზოგი დასავლეთისკენ მიდიოდა, ზოგი კი აღმოსავლეთისკენ. თბილისისკენ მიმავალ ავტობუსმა გაუჩერა ჯარისკაცებს და გეგა ნემსაძე უკვე საათებს და წუთებს ითვლიდა, როდის ჩავიდოდა ქალაქ რუსთავში და როდის გაახარებდა მშობლებს და დაიკოს. შუა დღის 3 საათზე გეგა უკვე თბილისის ვაგზალთან იყო და რუსთავის მიკროავტობუსის გასვლას ელოდა. გულის ბაგა_ბუგით ილტვოდა გეგა სახლისკენ... სულ ცოტაც და თავის მონატრებულ სახლში იქნებოდა. საშინლად დაგრძელდა გზა რუსთავამდე... როგორც იქნა ჩამოვიდა და სწრაფად მხედრული ნაბიჯებითა და ფეხაკრეფით აირბინა სადარბაზოს კიბეები. ზარი დარეკა და თან დააკაკუნა. დედამ იცნო ნაცნობი ადამიანის ჩვევა, ზარის პარალელურად დაკაკუნება და წამოიძახა! ეს გეგა იქნება... საჩქაროდ გააღო კარი და მის თვალწინ წარმოსადეგი, ჯან_ღონით აღსავსე, სრულიად შეცვლილი, დავაჟკაცებული და ახოვანი შვილი იდგა. გეგააა... დაიყვირა და უმალ გულში ჩაიკრა... გახარებული თეაც იქვე იყო და ახლა მონატრებულ დაიკოს გადაეხვია ძმა. მამა სად არის?! იკითხა გეგამ... სამსახურშია?! არა... აბა?! ოთახში წევს. არ გააღვიძო. ახლახანს გავუკეთე წამალი. რა ჭირს?! ნელის და თეას თვალები ცრემლით აევსოთ... უცებ ცუდად გახდა შვილო, წარმოდგენა არ გვქონდა ეს თუ დაგვემართებოდა დედა, მანქანით მოდიოდა სახლში. ძლივს გააჩერა თურმე შუა გზაზე ... კიდევ კარგი ვინმეს არ დაეჯახა ან თვითონ არ მოკვდა... წავიყვანეთ ექიმებთან და გამოკვლევები ჩაუტარეს. თავში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს დედა! 5_6 თვის სიცოცხლეღა აქვს დარჩენილიო. რაც საჭიროა ვაკეთებთ, დიალეზზეც დაგვყავს, მაგრამ თავად ისე განიცდის რომ უფრო მალე გამოგვეცლება ხელიდან ვიდრე ექიმების ვარაუდია. თეა ჩუმად იცრემლებოდა და იწმენდდა ცრემლებს პატარა ხელსახოცით... გეგას თვალებში სევდა ჩაუდგა, ნელის ბოლო დღეებია საერთოდ არ მოუხუჭავს თვალი. ეტყობოდა მის ლამაზ თვალებს სევდა და ცხელი ცრემლით ამომწვარი გარსები სულ მიბნედილიყო... გიორგის კი ყოველგვარი იმედი დაკარგული ქონდა. თეა თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და საათობით ტიროდა... _ნელი, ნელი ! გაისმა გიორგის ხმა ოთახიდან... _აქ ვარ გიირგი, მოვდივარ, გეგა ჩამოვიდა ჯარიდან, გეძინა და აღარ გაგაღვიძე. მაღაზიაში გავაგზავნე, მალე მოვა! კარზე ზარია, ეს გეგაა... კარი თეამ გაუღო, სურსათით სავსე პარკი გამოართვა და მაგიდაზე დადო... _მამამ გაიღვიძა... _ჰო, ვნახავ ახლავე... გეგა ფორმით შევიდა მამის ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა... ლამის ვერ იცნო მამა, ისეთი ღონემიხდილი და დასუსტებული იყო, გამხდარი, თვალებამოღამებული და უძლური იწვა და სადღაც , თითქოსდა სამყაროს იქით იმზირებოდა... _მოხვედი შვილო?! როგორ ხარ მამას ჯარისკაცო?! დაგაღალატე შვილო... მე რომ მინდოდა და მეწადა ისეთი ცხოვრება ვერ მოგეცი... მაპატიო უნდა მამა... რა ვქნა, ხომ იცი რომ გულით მინდოდა შენთვის ყველაფერი მამა... არ გამომივიდა საუბედუროდ! ვერც შენს ქორწილს და პატარძალს დავინახავ და ვერც შვილისშვილს გავასეირნებ... ეს ძალიან ბედნიერი მამების ხვედრია, ჩემი არა... მაინც ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ რომ თქვენ მყავხართ და ოჯახს საიმედო, ჭკვიანი შვილების იმედად ვტოვებ... განა მიგატოვებთ?! არაა... მე სულ თქვენთან ვიქნები... ქარივით იქროლებს ჩემი სული. ყველაფერს დავინახავ და ყველაფერს შევიგრძნობ... ოღონდ, ერთი რამ დაიმახსოვრეთ შვილებო: დედათქვენს არასოდეს არ ატკინოთ გული, გაუფრთხილდით! ამ ცხოვრებას არ უყვარს ზედმეტი ემოცია და ნერვიულობა... დრო ყოველთვის აქვს ადამიანს რომ დაფიქრდეს და ისე გადადგას ნაბიჯი რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვას. პატარ_პატარა შეცდომები მეც მაქვს დაშვებული შვილებო, განა ანგელოზი ვარ?! თუმცა არასოდეს მინანია ის რაც დამიშავებია... პირიქით, გამოცდილება შემძინა. გამოუსწორებელი და სანანებელი შეცდომაა ყველაზე ცუდი. დაფიქრდით და არ დაუშვებთ... მე მჯერა თქვენი... ამ ლაპარაკში დახუჭა თვალები და ჩაეძინა. ტკივილგამაყუჩებელი წამალი მოქმედებას იწყებდა. გეგას მოუსვენრობა დაეტყო, ისედაც უძილო ჯარისკაცს საერთოდ აღარ ეკარებოდა ძილი... სულ ორიოდე დღეც და შვებულების დრო ამოეწურებოდა. აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო სამხედრო ბაზაზე, დისლოკაციის ადგილზე. ნაწილი _V დილის ექვსი საათი იყო, როდესაც გეგამ ფორმა ჩაიცვა და სამხედრო ნაწილში წასასვლელად მოემზადა... ნელი დილაუთენია სამზარეულოში ხაჭაპურებს აცხობდა გეგასთვის ჯარში გასატანებლად... თეა გეგას ჩანთაში საწეპელის და ტყემლის ბოთლებს ულაგებდა და ძმას ჯარში გასამგზავრებლად ამზადებდა. _გეგაა!!! მოსმა ოთახიდან გიორგის ხმა... _გისმენ მამა, არ გძინავს?! _არა, წყალი დამალევინეთ შვილო! _ახლავე მამა... ონკანიდან აავსო ჭიქა და მამას მიუტანა... ცოტა მოსვა და ჭიქა საწოლთან მდგარ კარადაზე დადო... _გეგა, მიდიხარ შვილო? _კი მამა, დღეს საღამოს ნაწილში უნდა ვიყო, ხვალ დილის მოწყობაზე უნდა ვიდგე! _კარგია, შენს უფროსებს უთხარი ჩემი ამბავი და მალ_მალე გამოგიშვებენ, მინდა ცოცხალს მომისწრო შვილო. _კარგი რა მამა, ვინ არ ყოფილა ავად?! შენც მალე გამოკეთდები... დედა შენს მობილურს მაძლევს, თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკე და უცებ ჩამოვალ... _ახლა რომ მართვის მოწმობა გქონდეს, მანქანას წაიყვანდი და უფრო მალ_მალე ჩამოხვიდოდი ხოლმე. _არა მამა, იქ მანქანა არ მჭირდება... მე ისედაც ხშირად ვივლი აწი სახლში... მთავარია შენ გამოჯანმრთელდე და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება... მართვის მოწმობასაც ავიღებ და ტარებასაც მასწავლი. თეამ და ნელიმ ყველაფერი მოამზადეს, გემრიელი სანოვაგით გაავსეს ჩანთა და ოთახში გიორგისა და გეგასთან შევიდნენ... გეგა დაემშვიდობა მამას და ოთახიდან აცრემლებული თვალებით გამოვიდა ... გამადიდებელი სათვალეების მიღმა გიორგის ცრემლები უფრო შესამჩნევი გახდა და საბნის ყურით ჩუმ_ჩუმად იწმენდდაა... თითქოსდა გული კარნახობდა, რომ თავის ვაჟს ვეღარასოდეს იხილავდა ცოცხალი თვალებით... ჟ.შარტავას ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა და გეგა დასთან და დედასთან დამშვიდობების შემდეგ თბილისისკენ მიმავალ გზატკეცილზე სამხედრო ნაწილისკენ მიიჩქაროდა. თბილისში ბორჯომის ვაგზლიდან გადიოდა მატარებელი 9 საათზე. ჯერ კიდევ საათნახევარი დრო ჰქონდა გასამგზავრებლად. ბილეთი შეიძინა და სადგურის სკამზე დაჯდა. გადაეშვა ფიქრებში, ფიქრობდა მამაზე, დედაზე, დაზე, საკუთარ თავზე და მოსალოდნელი ობლობის გამო დარდებს ვეღარ აუდიოდა ... აცნობიერებდა რა, რომ მთელი ოჯახის პასუხისმგებლობა, თეას სწავლა_განათლების და დედის ნუგეშის სადარაჯოზე უნდა მდგარიყო. გზა არ ჩანდა, ეს როგორ გაეკეთებინა და როგორ მიეღწია ისეთი წარმატებისთვის რომ ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, რაც ოჯახს და ოჯახის წევრებს ჭირდებოდათ არ ყოფილიყო მხოლოფ ფუჭი ფიქრები და უიმედო, დუხჭირი ცხოვრება... მატარებელიც ჩამოდგა... გეგა ხაშურის სადგურში უნდა ჩამოსულიყო, სადაც თავისი მეგობრებიც იქნებოდნენ და შემდეგ ერთად წავიდოდნენ ოსიაურის ბაზაზე. 15 ლარიანი მონო ბარათი გადაფხიკა, მობილური ანგარიში შეავსო და ჩანთები აიტანა მატარებელში, დააბინავა და თავის კუთვნილ 117 ე გვერდით ადგილზე მოთავსდა. მის მოპირდაპირედ ისხდნენ ორი კარგი გარეგნობის, შუახნის ცოლ_ქმარი და მათი ულამაზესი ქალიშვილი ნინო, რომელიც ახალი მობილურით იწონებდა თავს და ხელიდან არ იცილებდა... ხანდახან გეგასკენ გამოაპარებდა თვალს და თითქოს დაგეგმილად ურეკავდა ხან ვის, ხანაც ვის... დაიძრა მატარებელი და გეგასაც დაურეკეს! _დიახ, გისმენ დედა... _რა ქენი წახვედი შვილო?! _კი დედა, ამ წუთს დაიძრა მატარებელი, მალე სამხედრო ნაწილში ვიქნები... მამა როგორ არის?! გაამხნევე და უთხარი რომ მალე ისევ ვინახულებ... _კარგი შვილო, ღმერთმა დაგლოცოს. _ასევე, თქვენც. კარგად იყავით. ამასობაში ნინოც გაეცნო გეგას... კომუნიკაბელური და ცოცხალი გოგო იყო ნინო... გრძელი შავი თმით, სქელი, მოხდენილი ტუჩებით, გრძელი წამწამებით და მომწვანო თვალებით... ლამაზი ღიმილი ჰქონდა ნინოს!!! ლამაზი ღაწვები უფრო მშვენიერს ხდიდა სიცილის დროს... გეგა ნინოს მშობლებსაც გაეცნო და ხაშურში ჩასვლამდე ბევრ რამეზეც ისაუბრეს. ნინომ ჯარისკაცს ტელეფონის ნომერიც გაუცვალა და აქედან დაიწყო ყველაფერი... ნინო და მისი მშობლები ახალციხეში სტუმრად მიდიოდნენ, გეგა კი ხაშურში ჩამოვიდა და დაემშვიდობა ახლადგაცნობილ ოჯახს. სადგურში ჯარისკაცები გეგას ელოდნენ... ტაქსი იქირავეს და ოსიაურის ნაწილს მიადგენენ გემრიელი საოჯახო სანოვაგით და ჩანთაში ჩამალული თითო, ორ_ორა ღვინის ბოთლითაც. საღამოს ვახშმის შემდეგ, როცა პასუხისმგებელი ოფიცრები დასასვენებლად წავიდოდნენ ჩუმად გადაკრავდნენ ყაზარმის ,,კუბრიკში" იღონდ ცოტ_ცოტას. ასეც მოხდა: საწოლებს შორის პატარ_პატარა კარადები შეართეს ერთმანეთზე და ჯარისკაცები საგულდაგულოდ მიუჯდნენ ჩუმად გაშლილ სუფრას. სადღერგრძელოებსაც ჩემი ხმით ამბობდნენ და სულ რაღაც 3,4 ჭიქა ღვინოც ჩაარაკრაკეს... ამ დროს გაისმა სმს ის ხმა, _გამარჯობა გეგა, როგორ ხარ? ნინო ვარ! _გამარჯობა ნინო, შენ როგორ ხარ? გამიხარდა რომ მომწერე _ხომ არის ჯარში მშვიდობა?! _კი, რა თქმა უნდა... _კარგია... მაშ ფანჯრებს ღიას ვტოვებ, თქვენი იმედი მაქვს : _იუმორს გიწონებ, მეც შევეცდები უკეთესად დაგიცვა, მეტი პასუხისმგებლობა შემძინა შენმა გაცნობამ... ტკბილი ძილი... _ტკბილი ძილი გეგა.. ნაწილი_VI ყოველი დილა ერთნაირ რუტინად იქცა... დილით სერჟანტის გამაყრუებელ ყვრილზე: ადეეექქქ!!! წამოხტომა, ვარჯიში, დალაგება, დაბანა, საუზმე, საბრძოლო მომზადების სწავლება, განაწესი, კოტრიალი, სადილი, სწავლება, ვახშამი, ძილი, თუმცა გეგას ძილი როდი ეკარებოდა? ოჯახზე ფიქრი, მამის ავადმყოფობა და გაუთავებელი ნერვიულობა მისი თანმდევი გახდა. ამ ყოველივეს დაემატა ნინოც... წამი და წუთი ისე არ ჩაივლიდა რომ გულში იმ ლამაზთვალება გოგონაზე არ გაეფიქრა და თვალებზე არ აფარებოდა მისი ღვთისმშობლური სილამაზე... მისი მშვიდი, ცოცხალი და ლამაზი ღიმილი მოსვენებას არ აძლევდა. ამ ფიქრებში, ოცნებათა აგურებით ააშენებდა უზარმაზარ სასახლეს, სადაც გამოჯანმრთელებული მამა, მისი თმახუჭუჭა დედიკო, მისი ცისთვალა დაიკო და მშვენიერი ნინო როგორ ცხოვრობდნენ ერთად და ტკბილად, სიყვარულითა და ერთმანეთის მიმართ ღრმა პატივისცემით. გეგას სულის ფორიაქს და უძილობას დაემატა ნინოზე დარდი და ის მონატრება. ის სიშორე რომელიც გეგასა და ნინოს შორის იყო, გულს ნაკვერჩხალივით უწვავდა გეგას და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ერთ კვირიანი შვებულების ფარგლებში ჩასულიყო ახალციხეში და ნინოს შეხვედროდა... ამ ფიქრებში გართულს უცებ ჩაეძინა და სიზმარმაც არ დააყოვნა... გეგას მამა ესიზმრა... _შვილო გეგა!!! ძალიან კარგი გოგოა ნინო, ეუბნებოდა გიორგი... მოუფრთხილდი მის სათუთ სულს და ყველაფერი გააკეთე ვაჟკაცურად დაიცვა და გააბედნიერო. ქალი ძალიან სუსტია და ამავდროულად ძალზედ ძლიერიც... თუ ქალს უყვარხარ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ მის გრძნობებს... ქალის გრძნობები ოკეანის შტორმს ჰგავს, ცუნამივით ძლიერი და დამანგრეველია! _ასეულო ადეეექქქ... გეგა თვალებს ახელს და ინსტიქტურად წამოხტება... საჩქაროდ იცმევს ფორმას და ჯარისკაცებით ახმაურებულ და არეულ ყაზარმის კორიდორში სწრაფი ნაბიჯებით მიემართება, რათა მწყობრში ჩადგეს. პარასკევ დღეს, შუადღის შემდეგ თავისუფალია და ისვენებს მთელი სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა_ გეგმიური განაწესების გარდა. გეგას შაბათ საღამოდან კვირას საღამომდე უწევდა განაწესი ყარაულში. ორშაბათიდან დილის მოწყობაზე გამოაცხადებდნენ შვებულებაში წამსვლელ ჯარისკაცთა სიას. გეგას უნდა ეზრუნა, როგორმე ამ სიაში მოხვედრილიყო და ძალზედ მონატრებული ოჯახი, მშობლები, დაიკო და სანატრელი ნინო ენახა. სადილის შემდეგ სერჟანტმა დაიწყო საშვებულებო სიის შედგენა. სიაში გეგაც იყო, რადგან იცოდნენ გეგას ოჯახური მდგომარეობა, მისი მამის ავადმყოფობის შესახებ! როგორც ადრე, პირველ დღეებში იყო დაძაბულობა და ურთიერთობის არ არსებობა ერთმანეთთან: ახლა კი ისე აღარ იყო. გავიდა თვეები და ყველა ერთმანეთის ძმა და მეგობარი გახდა. ითვალისწინებდნენ ერთმანეთის ოჯახურ მდგომარეობას. ეროვნებით აზერბაიჯანელი ჯარისკაცებიც ხელს უწყობდნენ ქართველ ჯარისკაცებს სააღდგომოდ უფრო მეტი_ დედით ან მამით, ან ორივე მშობლით ობოლი ჯარისკაცი გაეშვათ სახლში და მთელ განაწესებს თავიანთ თავზე იღებდნენ! ქართველებიც არ რჩებოდნენ ვალში და ნოურუზ ბაირამის დღესასწაულზე ყველა აღმსარებლობით მუსლიმ ჯარისკაცს უშვებდნენ ოჯახებში. ურთიერთპატივისცემამ და ერთმანეთთან დამეგობრებამ სავალდებულო და ესოდენ ძნელი სამსახური_ ძლიერ გაადვილა და გააიოლა. მეტი მოტივაცია და გულღიობა შესძინა ჯარისკაცებს... სხვადასხვა სოფლიდან და ქალაქიდან მოგროვილ ახალგაზრდა ბიჭებს, ჩამოუყალიბა ერთნაირი სულისკვეთება და ღმერთისადმი, სამშობლოსადმი, ადამიანისადმი სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამას ემსახურება არმიაც... საქართველოს ახალგაზრდა და ჯან_ღონით აღსავსე შვილებს ასწავლოს ბრძოლა, სიყვარული, თავგანწირვა_ მისთვის სრულიად უცხო ადამიანთა მიმართ, შესძინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რაც მთავარია ახალგაზრდებს მიეცეთ ფიქრის დრო, რომელიც დაეხმარება მათ იმაში, თუ როგორ და რა გზით გააგრძელონ ცხოვრება და რას გააკეთებენ ისინი სამშობლოსა და ოჯახისათვის სამომავლოდ. ორშაბათის დილის მოწყობაც შედგა, დაიშალა და გეგა თავისი ხელჩანთით და თვითნაკეთი პატარა ლამაზი ეკლესით ღია ჭიშკარში გავიდა... სოფლის ავტობუსში ჩაჯდა და სულ მალე ხაშურის მატარებლის სადგურის ბაქანზე იდგა! მოდი დავურეკავ ნინოს... იქნებ არ სცალია და სადმე სხვაგან არის? ან იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ნაცნობობაა და მეტი არაფერი?! _ტტტუუუუ... გავიდა ზარი.... _დიახ, გისმენ გეგა... როგორ ხარ? _გამარჯობა ნინო, გეგა ვარ... _კი გიცანი, ჩაწერილი მაქვს შენი ნომერი, კარგად ვარ შენ? _ მე კი ზეპირად ვიცი შენი ნომერი ნინო, კარგად ვარ, თავად როგორ გიკითხო? _კარგია, მაგას რა ჯობია, სხვა , მომიყევი აბა რა ხდება ჯარში? ვარჯიშობ? _კი ხანდახან მავარჯიშებენ ! ნინოს გაეცინა, სულ უნდა ივარჯიშო ბიჭო და კვლავ ხალისიანი სიცილი... ამ დროს გეგა ბაქანზე გადიოდა და გამოდიოდა, ხან დაჯდებოდა, ხან ადგებოდა, ადგილს ვერ პოულობდა. ამდენ ხანს არასოდეს არ უსაუბრია ნინოსთან გაბმულად... _ნინო, მისმენ? _კი გეგა გისმენ, რამ შეგაწუხა? _ნინო, შეიძლება შევხვდეთ? _კი როგორ არა გეგა, ოღონდ მე მანდ ვერ ჩამოვალ... _მე ჩამოვალ ნინო, ახლა გარეთ ვარ, ხაშურის მატარებლის სადგურზე, ერთ საათში თბილისისკენ მიმავალი მატარებელი ჩამოდგება, სამ საათში ახალციხისკენ მომავალი. რომელზეც მეტყვი იმ მატარებელში ჩავჯდები. ძალიან მინდა შენი ნახვა! თან ხომ იცი მამაც ავად არის. სახლში უნდა ჩავიდე, დრო ცოტა მაქვს! კარგი, გასაგებია, მოვიფიქრებ და ცოტა ხანში გადმოგირეკავ... უთხრა ნინომ და ტელეფონიც ყურმილი დაკიდა! გეგას სანერვიულო უფრო მოემატა... ნაწილი VII ჩაქ, ჩუქ, ჩაქ, ჩუქ... მატარებელი ნელა მიემართება ახალციხისკენ, ელექტრობოძებს, ხეებს და სახლებს სწრაფ-სწრაფად ითვლის! გეგა მალ-მალე დახედავს საათს, დრო აღარ გადის... გამცილებელს ყოველ გავლა-გამოვლაზე ეკითხება: ქალბატონო, რამდენ საათში ვიქნებით ახალციხეში?! გამცილებელი წითელლოყება ქალბატონიც გაუღიმებს ნაძალადევად და იგივე პასუხს უბრუნებს: თუ რაიმე შეფერხება არ გვექნება, ასე 3-4 საათში... მატარებელმა დაიწყო მკვეთრი დამუხრუჭება და სვლა შეანელა... -ნეტავ სად ვართ? მე ხომ ჯერ თბილისზე შორს არსად წავსულვარ რუსთავიდან?! რომ ჩავიდე და არ დამხვდეს იქ ნინო?! არა, დამხვდება და მაგრად ჩავეხუტები კიდეც... მატარებელი გაჩერდა... რკინიგზის სადგურს ბორჯომი ეწერა... უკაცრავად ბატონო ჩემო, ბორჯომიდან ახალციხემდე კიდევ შორია?! -არა გვარდიელო, მალე იქნები... ასპინძა და ახალციხე... -გმადლობთ... -ბორჯომს რომ გავცდები დავურეკავ ნინოს... თუ არ მიპასუხა და გადავხტები მატარებლიდან... რამდენნაირი ფიქრი და აზრი არ უვლიდა თავში ახალგაზრდა, ჭაბუკ ჯარისკაცს... ეს ისეთი დროა და ამ ასაკში ისეთი მძაფრია სიყვარულის გრძნობა, მთელ რუსულ არმიას წინ აღუდგები და მთელ კრემლს დაამხობ ფიქრებში... არ არის გასაკვირი ამგვარი რამ გეგასნაირ გულჩათხრობილ და მგრძნობიარე პატრიოტ ჯარისკაცისგან... ახლა ასპინძაა და მერე ახალციხე ,,გვარდიელო" ისევ უკან გამოიარა ისევ ის შუახნის კაცი... -გმადლობ ბატონო ჩემო, გაიხარეთ... ისევ მკვეთრი მუხრუჭი, რელსების გამაყრუებელი ჭრიალი და შენელება... ასპინძის პატარა და კოხტა სადგურზეც შეყოვნდა მატარებელი... ზოგი ჩადის, ზოგი ამოდის, დოლით გარმონით, ფანდურებით ამოვიდნენ მთვრალი კაცები და ლამაზად მორთულ- მოკაზმული, ასე 45-50 წლის ქალბატონებიც ამოჰყვენ მათ უკან... ,,თოლიები მიფრინავენ შორი_შორს, მე არცერთი არ მომწონდა მათ შორის... ერთი გოგო ჩამივარდა გულში, მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩი"... ამ სიმღერის ფონზე მოვიდნენ და გეგა სადაც იყო, იმ ვაგონში შეჩერდნენ და უცებ გაშალეს სუფრა და დაიწყეს ღვინის სმა... -ზახარიჩ გაფიცებ კაცობას, არ დაიწყო ახლა შენებურები, დაიწყე დაამთავრე ბარემ ბოლომდე, თამადა ხარ აქაც და ახალციხემდე ამ ბოცას უნდა გავაძროთ სიქა... ეეეე... салдат!!!... შემოგვიერთი შენაც, ქორწილიდან მოვდივართ, ა, რაც გვაქვს ესაა, მოყვარემ გამოგვატანა და ერთი ჭიქით მიულოცე ზახარიჩმა გოგო გაათხოვა... გავათხოვე არა კვახი, მომტაცეს იმ ჩაფრასტებმა, მარა გული არ მტკივა, კაი ხალხია, ვენაცვალე სულში, რა მექნა, გოგოს უყვარდა და რას ვიზამდი, ვერაფერსაც ვერ იზამდი, სიყვარულო ძალსა შენსაო, ხომ გაგიგია ზახარიჩ... სადღაა ახლა ჩვენი დრო, ასჯერ უნდა გეთხოვა ხელი და ათასჯერ უნდა გეხვეწნა... ახლა ადვილია ყველაფერი, ტელეფონით გაიცნობ, სურათს გაუგზავნი-გამოგიგზავნის და მეორე დღეს აიდაააა... გეგას ულვაშებში ეღიმებოდა და ერთობ გაახალისა ქორწილის ამბავმა და ვაგონში ამოსულ მაყრიონის ხუმრობა-ღრეობამ... სასტიკი უარი განუცხადა ღვინის დალევაზე, ფორმაში არ ვსამ ბიძიებო, მაგრამ გულით_ სულით დაგლოცავო... დალოცა გეგამ მაყრიონი მოკლედ, ცოტაოდენ ღვინო მოწრუპა და ჭიქა მაგიდაზე დადო. ეხ შენ გენაცვალე ,,სალდათო" , ამნაირებს რომ ვხედავ ქვეყანა ჩემი მგონია, სამშობლოს იცავს კაცი და ჯიგარია,ვენაცვალე სულში, მოდი გაკოცო შვილო, შენ გენაცვალე მე, მაგრად იდექი და მტერი არ შემოუშვა იცოდე აქა, ფხიზლად იყავი .... სალაპარაკო არ გამოელეოდა ნაბახუსევ და ნამთვრალევ მოქეიფე მაყრიონს... გეგა გავიდა ცოტა მოშორებით და ნინოს დაურეკა... ტტტუუუუ.... ტტტუუუ.... ტტტუუუ.... -ალო, -ალო, ნინო?! -ჰო, გეგა, სად ხარ? ჩამოხვედი?! არა, გზაში ვარ, სადაცაა შემოვალ სადგურში, ასპინძას გამოვცდი რა ხანია... ააა, სადაცაა უკვე აქ იქნები, მე ჩემს კლასელთან ერთად ვარ და სადგურზე რომ იქნები მესიჯი მომწერე კარგი?! კარგი ნინო... ისევ მკვეთრი მუხრუჭი და შენელება... ახალციხის მატარებლის სადგურზე შედის მატარებელი... შუადღე უკვე მიწურულიყო და საღამოს დაისისთვის ემზადებოდა დასავლეთისკენ მომზირალი მზე! მაყრიონიც აიშალა... გეგამ ამოიღო თავისი ლამაზი საჩუქარი, თვითნაკეთი პატარა ეკლესია, ჩანთა მოიგდო მხარზე, ჩექმები გადაიპრიალა, და მატარებლიდან ჩავიდა... მატარებლის სადგურზე წყლის ფანტანზე დაეწაფა წყალს, ხელპირზე შეისხა, მოიფხიზლა თავი და ეს ესაა ტელეფონზე უნდა დაერეკა, რომ შორიახლო მოესმა ძახილის ხმა: -ჯარისკაცო! აქეთ, აქეთ... გეგას არც ხმაში ეცნო და არც იერსახით, სულ სხვა გარეგნობისა და ხმის გოგონა ეძახდა... -გამარჯობა, გეგა ხართ? -გამარჯობა გეგა ვარ, თქვენ? _მე ელენე ვარ, ნინოს კლასელი, წამოდი გელოდება ნინო... კარგი ელენე, სასიამოვნოა შენი გაცნობა... -გმადლობთ, ჩემთვისაც... ჩაიარეს სადგურთან და ქალაქის ცენტრალური გზა გადაკვეთეს, ჩაიარეს კიბეები და მივიდნენ პარკში, სადაც არავინ იყო... ნინო სკამზე იჯდა ზურგით და ის ლამაზი მღელევარე, ტალღოვანი თმები გაეშალა და გადმოეფინა მხრებზე და წელზე... -ნინო, აი მოგიყვანე შენი ჯარისკაცი, უთხრა ელენემ და წასვლა დააპირა, მაგრამ გეგა გაერკვა სიტუაციაში და თქვა, რატომ მიდიხარ, იყავი, ვისაუბროთ... ბევრი დრო არ მაქვს მეც დარჩენილი, ღამის რეისით ისევ უკან მივდივარ თბილისში და მანამდე სადმე კაფე თუ გეგულებათ ყავაზე დაგპატიჟებთო. ნინო ძალიან მოიხიბლა გეგას საქციელით და პარკში ხელ_ჩაკიდებულებმა ჩაიარეს... რაზე არ ისაუბრეს, ძირითადად ელენე აქტიურობდა ხოლმე, ათასგვარ შეკითხვებს უსვამდა გეგას და ნინოც სულგანაბული უსმენდა გეგას ლაკონურ პასუხებს და თავდაჯერებულ, თავდაჭერილ ჯარისკაცის ღიმილით იხიბლებოდა... მალ-მალე გახედავდა მისი ულამაზესი თვალებით და მთელი მისი სხეული და სახე მღეროდა სიყვარულზე... ამასობაში ელენე კაფეს დასაჯავშნად წავიდა და მარტოდ დარჩენილ გეგამ და ნინომ მოასწრეს ერთმანეთზე თვალებით, მსუბუქი მოალერსება... გეგამ ვერ გააბედინა თავის თავს ვერც კოცნა და ვერც ჩახუტება... ნინოც თავშეკავებული და მოზომილი გოგო იყო, ან რა საჭირო იყო, თვალები ყველაფერს ისედაც ამბობდნენ! ელენემ მიაგნო მყუდრო კაფეს ქალაქის კუთხესთან და გეგასა და ნინოს შეუძღვა... გასული არ იყო სულ რაღაც ხუთი წუთი რომ ახალგაზრდა, სიმპათიური, წარმოსადეგი ჭაბუკი შემოვიდა კაფეს ე.წ კუპეში. გეგა შეკრთა თითქოს... გეგა ეს ლევანია, გაიცანი, ელენეს შეყვარებული... გულზე მოეშვა გეგას... ხელი ჩამოართვა თანატოლს და ერთმანეთის გვერდით დაწყვილდნენ... ცოტაც იმუსაიფეს და აი დადგა გეგას წასვლის დროც... ღამის პირველ საათზე ის თბილისში იქნებოდა და რუსთავში გვიან ღამით ჩავიდოდა... ერთმანეთს დაემშვიდობნენ, თბილად, უღიმღამოდ, უჩვეულოდ, და მატარებლის სადგურიდან ღამის ლამპიონების შუქ-ჩრდილებში დატოვეს ჯარისკაცი... ავიდა გეგა მატარებელში... ნინოს პატარა ეკლესია ხელში ეჭირა და ბედნიერი თვალები უფალს ევედრებოდა მისი სიყვარული ჯარისკაცის ისევ მალე ნახვას... ლევანი და ელენე კი ნინოს ბედნიერ სახეს ღიმილით შეჰხაროდნენ... მატარებელი დაიძრა თბილისისკენ...! ნაბიჯით იარ!!! ნაწილი-VIII გეგამ თავისი კამუფლირებული ხელჩანთა მხრიდან ჩამოიღო და ღია ვაგონის ცარიელ ადგილზე მეორე სართულის დასაწოლზე დადო, პირჩაღმა ჩაემხო და დაძინება სცადა... არაფრის დიდებით არ ეკარებოდა ძილი, დახუჭული თვალების მიღმა ნინო ესახებოდა, აახელდა და თვალწინ ნინო ელანდებოდა... ასე ბორგავდა ტანმაღალი, მიჯნური ჯარისკაცი პატარა უჰაერო ვაგონში და გზას დასასრული აღარ ქონდა! წამწამი_წამწამს ვერ დაადო გეგამ, სანამ თბილისის მატარებლის სადგურზე საბოლოოდ არ დაამუხრუჭა ჟანგმორეულ მატარებელმა! 00:55 წუთს აჩვენებს დრო... გეგა სასწრაფოდ, ჯარისკული პუნქტუალობით წამოხტა, აიტაცა ხელში ზურგჩანთა და სწრაფი, გრძელი ნაბიჯებით გაუყვა ვაგონებს გასასვლელამდე, ჩამოხტა მატარებლიდან და გაეშურა იქ, სადაც ქ. რუსთავის მიკროავტობუსების სადგომია... ის,ის იყო გადიოდა მიკროავტობუსი რომ გეგამ გამოაღო კარი და მგზავრებით გადავსებულ ტრანსპორტში ორი ფეხის დასადგამი ადგილი ძლივს მოიძია... ღამის ორი საათი სრულდებოდა, რომ კარზე ზარი დაირეკა... ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, გაბმულად... ამ დროს სახლში ყველას ეძინა... ორიოდე წუთის ლოდინის შემდეგ, კარი თეამ გამოაღო და თან კორიდორში შუქიც აანთო... ახლადგამოღვიძებული, წიგნების კითხვაში ჩაფლული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ვერ გამოერკვია რაში იყო საქმე, სანამ მის წინ აწვართული, სამხედრო ფორმა-მუნდირში გამოწკეპილი ძმას არ გააჩვია თვალები... ...გეგაააა, რა მოხდა? ასე გვიან საიდან მოდიხარ ბიჭო?! როგორ ხარ? დეეე... მაააა, გეგა ჩამოვიდა!... -ვაიმე შენ მოგიკვდი შვილო, როგორ ვნერვიულობდი, ერთი კვირაა რაც არ დაგირეკია წესიერად, მშვიდობა ხომ არის, რამე ხომ არ გჭირს შვილო?! -დაანებეთ თავი კაცს, რა ალიაქოთი აუტეხეთ?!! ჯარისკაცია, ხან ღამე ჩამოვა ხან დილით! ხან სულ ვერ ჩამოვა ერთი წელი... საუბარში მამა ჩაერთო... კარგი რა გიორგი, ხმა აღარ ამომაღებინო ლამისაა, მოდი მოგეხმარები და წამოდექი, გაგიყვან მისაღებში... გეგამ ზურგჩანთა დივანზე დადო და დაჯდა მგზავრობით გასავათებული... თეა მაგიდიდან თავის წიგნებს და რვეულებს ალაგებდა, ამასობაში ნელი გიორგის შემოუძღვა და გეგაც შეეგება გამხდარ, თვალებჩაცვენილ, დაჩიავებულ და ღონემიხდილ ავადმყოფ მამას... მამის ხმაში დროდადრო უფრო იმატებდა გულგატეხილი, იმედგაცრუებული, სიკვდილზე თვალებში მომზირალის ბზარები. დედა კი ისე, ძველებურად თმაშეღებილი, მოწესრიგებული, მოკოხტავებული და იმგვარად მომხიბლველი ქალი აღარ იყო!!! დაიკოც ჩამოსუსტებული და ფერდაკარგული ეჩვენა გეგას... ის სტუდენტია, ძველებურად მამა ვეღარ ანებივრებს მამიკოს გოგოს, როგორ უწინ ზედმეტი ფულით და ყურადღებით... ოჯახი მხოლოდ ნელის საოჯახო სამკერვალოზე დგას და შესაბამისად ვინ იცის, ხშირად რამდენჯერ დაუძინია სწავლამოწყურებულ მომავალ ქირურგს, ნახევრადმშიერს... გეგას უკვე ოჯახში არსებული სიტუაცია გადახარშული და გადააზრებულიც კი ჰქონდა, თუმცა არმიის კედლებიდან ძნელია დაინახო სამოქალაქოზე არსებული სამომავლო პერსპექტივები. ნელიმ შვილი საშუაღამისოდ წაახემსა და თან გამოკითხეს ოჯახმა, თუ სად იყო და როგორ, საიდან მოდიოდა და ასე შემდეგ უამრავი კითხვა ოჯახის წევრებისაგან... _სად ვიყავი? ახალციხეში ვიყავი და იქიდან მოვდივარ.... ახალციხეში რა გინდოდა ბიჭო?! ჩაეძია თეა... -რა და ნინოს შევხვდი... -ვის? ვინაა შვილო ნინო, არ გადამრიო, დედაააა.... სიხარულით გამოხატული დედის ემოცია, ყოველთვის იქითკენ არის მიდრეკილი, რომ შვილმა გოგო გაიცნოს და მოიყვანოს ცოლად... როგორი გოგოა, ნეტა დამანახა - ახლა სადმეიდან! დასძინა თეამ... -სურათი მაქვს, ელენემ მომცა!... ელენე ვინღაა შვილო?! ახლა, მამის სახეზე შეთამაშდა ღიმილი! იმ თაობის მამებს, უყვართ როცა თავიანთი ვაჟები ქალების გარემოცვაში არიან... -ელენე ვინაა და ნინოს კლასელია! ელენესაც ყავს შეყვარებული... ჩავაკითხე და დაველაპარაკე... მასაც ვუყვარვარ... -ბიჭოოოსსს... ნახე შენ?! ბიჭი თურმე სამშობლოს სადარაჯოზე კი არა, ცოლის მოყვანის მიჯნაზეა?! თეასაც გაუხარდა ძმის ამბავი... -დღესაც ვიქნები სახლში და ხვალ ისევ მივდივარ!!! -სადა, ახალციხეში?! -არა, რა ახალციხე და ასპინძა? მე იქ მეორედ აღარ ჩავალ, ან თუ ჩავალ წამოვიყვან პირდაპირ სახლში... დედა, შენ მოგიკვდეს დედაშენი... ეგ დღე მეღირსებოდეს და რას დავეძებ, მაგრამ ასე ნაჩქარევად არ ღირს, მამა რომ გამოკეთდება, ჩავალთ და ვინახულებთ მომავალ მძახლებს, გავეცნობით, დაველაპარაკებით... აბა, ისე კი არაა საქმე... ბეჭდებსაც ვიყოდით და ქორწილსაც გადავიხდით... ნელი შეერია ოცნებათა ტალღებს, გიორგი კი თვალებსევდიანად უსმენდა მეუღლის საუბარს და ფიქრობდა, შეიძლებოდა ვეღარ მოსწრებოდა ვერც ერთი შვილის ბედნიერებისგან გაბრწყინებულ თვალებს... კვირა დღე თენდებოდა, გეგას საღამომდე ეძინა... საღამოს ხუთი საათი სრულდებოდა რომ ადგა და სამზარეულოში დედის დახვედრებული გემრიელი წვნიანი დაისხა. თეა და ნელი ბაზარში წასულიყვნენ, გიორგი კი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყო, ქიმიოთერაპიას იკეთებდა და სიცოცხლის დარჩენილ ისედაც მცორე დროს ძილში ატარებდა... არაფერი ახალი, საიმედო, სასიხარულო არ ხდებოდა არც გეგას ოჯახში, არც თითქოს რუსთავში და არც სრულიად საქართველოში... ცხოვრების წრებრუნვაში და ფერხულში ჩაბმული ადამიანები დილით ირეოდნენ ქუჩებში და ეზოებში, ღამით კი ტელესერიალებით ირთობდნენ თავს და ეს რუტინული ნეგატივი, თითქმის ყველას ეტყობოდა სახეზე. გეგა უკვე ორშაბათის დილის მოწყობაზე დგას და მწყობრი ესალმება ნაწილის მეთაურს- -გაუ მარ ჯოს! ნაბიჯით იარ! ნაწილი - IX ორშაბათის ცინცხალი დილა იყო... ორშაბათი დღე სახელმწიფო სამსახურებში ყოველთვის მძიმეა, განსაკუთრებით არმიაში... დილის მოწყობა და უმაღლესი რანგის ოფიცრების წინაშე მარშით ჩავლა, სამხედრო პოლიციციის გაუთავებელი შემოწმებები, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ათეულობით და ასეულობით მომდგარი სასამსახურე ავტომანქანა, სხვადასხვა ნაწილიდან სპეციალურად მოვლინებული უცხო ოფიცერთა ჯგუფები, უზრუნველყოფისა და ზურგის სამსახურის ოფიცერთა საწყობებში გამუდმებული შემოწმებები და საწვავ-საპოხი მასალების, საკვები პროდუქტების და ფორმა-ტანსაცმელ-აღჭურვილობის თვლით მიღება-ჩაბარების დაუსრულებელი კაკაფონია... ამ ყველა პროცესებში ჯარისკაცები მომსახურე პერსონალის მოვალეობებს ითვისებდნენ და ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებდენენ... _ასე გავიდა გეგასთვის 6 თვეც... -ასეული მოეწყო!!! დაიყვირა ასეულის სერჟანტმა და ყაზრმებიდან გამოიშალნენ ჯარისკაცები და სწრაფი ნაბიჯებით გაემართნენ ე.წ ,,პლატცისკენ". სულ რაღაც ხუთი წუთის ინტერვალში ოსიაურის სამხედრო ბაზაზე ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა... გაიღო საკონტროლო გამშვები პუნტქტის კარები და ორი ,,ნივა" და ერთი ,,ლენდკრუიზერი" შემოვიდა! გაჩერდნენ მწყობრთან ახლოს და ამერიკულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ოფიცრები გადმოვიდნენ... ჯარი ტრადიციულად მიესალმა უცხო სამხედროებს, თუმცა არავინ იცოდა რაში მდგომარეობდა საქმე და რის გამო იყვნენ მოსული არმიის საკონტრაქტო სამსახურის წარმომადგენელთა ჯგუფი. _ბატონებო! მე კრწანისის სასწავლო ცენტრის ოფიცერი, პოლკოვნიკი მანჯგალაძე ვარ, ეს ბატონი მაიორი ავალიანია, ეს კი ინსტრუქტრი უფროსი სერჟანტი ყიფშიძეა. ახლა, რატომ, რა მიზეზით ვართ მოსული... მოკლედ შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ, სავალდებულო სამსახურიდან გადმოხვიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე, გაუვლით ორ თვიან სწავლებას, წვრთნისა და აღჭურვის ე.წ ბი.სი.ტი-ის ამერიკულ პროგრამას და დაინიშნებით სხვადასხვა თანამდებობებზე გარკველ ობიექტებზე, ანაზღაურება საკმაოდ სოლიდურია, ისარგებლებთ პერიოდულ, შეუზღუდავ შვებულებებით დათხოვნის დღეების გარდა. პარასკევს საღამოს 18:00 საათიდან ორშაბათ 10:00 საათამდე იქნებით სახლებში, დანარჩენ დღეებში აუცილებლობის შემთხვევაში დისლოკაციის ადგილზე და განაწესებში. ამაზე ბევრად დისციპლინებულ, კომფორტულ და ღირსეულ პირობებში. ვისაც სურვილი აქვს მოსაფიქრებლად ერთი საათი დრო, თქვენს განკარგულებაშია! დანარჩენს ბატონი უფროსი სერჟანტი ყიფშიძე დაგელაპარაკებათ და სურვილის შემთხვევაში შტაბში ამომიტანს სიას... თუ გადაწყვეტთ, დღესვე გადაგიყვანთ ჩვენი სპეციალური ავტომანქანებით... სერიოზული წინადადების წინაშე აღმოჩნდა გეგა, მან უცბად გადახარშა თუ რა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რომ მის ოჯახს, ავადმყოფ მამას, სტუდენტ დაიკოს და ნინოს აუცილებლად ჭირდებოდა ფინანსური მხარდაჭერა, თან შემოთავაზება ძალზედ მომხიბლველი იყო და ამავდროულად მოულოდნელი სიურპრიზიც... მწყობრი დაიშალა და მოსაწევად გამოყოფილ ადგილზე უფროს სერჟანტ ყიფშიძეს გარშემო თუთქმის ყველა ჯარისკაცი იყო შემოკრებილი... ათასგვარი კითხვები დააყარეს უფროსს სერჟანტს, მისი ჩაცმულობა, მოხდენილი, ლამაზი და ამერიკული კამუფლიერების ფორმა-ტანსაცმელი ბრწყინავდა... მას ძალზედ ძვირადღირებული მობილური ტელეფონიც უმშვენებდა ქამარზე ჩამოკიდულ ტყავის შესანახში, ახალი, თეთრი უდაბნოს ჩექმებით და გერბერის დანა ფანარით იწონებდა თავს... ისეთი გაწონასწორებული, ისეთი დაყენებულხმიანი და დაღვინებული ჯარისკაცი ოსიაურის ბაზაზე ჯერ არ შემოსულა... გეგა ნემსაძე მივიდა ყიფშიძესთან და მოკლედ უთხრა; ,,ჩამწერე სიაში ბატონო უფროსო სერჟანტო, მე მაქვს სურვილი გავაგრძელო სამსახური კრწანისში საკონტრაქტო სამსახურში"... ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გაერისკა და ამ გზით გადაერჩინა თავისი თავიც და თავისი ოჯახიც ცხოვრებისეული სიდუხჭირისგან. ასეულში ძალიან ბევრი ჯარისკაცი აღმოჩნდა საკონტრაქტო სამსახურის მსურველი... ზოგიერთმა ოჯახში დარეკა და უარყოფითი პასუხი მიიღო, ზოგმა ბოლოს შეიცვლა გადაწყვეტილება, ზოგს კი ერთი სული ჰქონდა კიდევ რამოდენიმე თვე არ დაეკარგა და რადგანაც უკვე შეგუებულიყო ფორმიან სამსახურს , ბარემ მინიმუმ ერთი ოთხწლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა და ეცადა თავისი ბედი უფრო სერიოზულ სამხედრო ამპულაში... ასეულიდან დაახლოებით ორმოცდაათამდე ჯარისკაცმა გამოთქვა სურვილი, გეგას ათეულიდან კი მისი განუყრელი მეგობრებიდან ადუაშვილი და ბიბილური. საღამოხანს კიდევ ერთი მოწყობა, დამშვიდობება და წასასვლელად გამზადებული ჯარისკაცების ცალკე მწყობრი დაიძრა ქალაქ გორიდან საგანგებოდ გამოძახებულ სპეცმანქანებისკენ! მომავალი ,,არწივები" უკვე ხაშური-გორის გზატკეცილზე იყვნენ და კრწანისისკენ მიემართებოდნენ! სულ რაღაც ორი, სამი საათიც და ახალ დისლოკაციაზე შეუდგებოდა გეგა ნემსაძე სამსახურს. ნაწილი- X ღამენათევ, ახალ სამხედრო გზაზე, სამხედრო კოლონის ავტომანქანის სავარძელში მჯდომ და მიმავალ გეგას ჩათვლიმა... უცებ ავტომანქანის მკვეთრი მუხრუჭების ხმამ გამოარკვია და თავი ძლივს შეიმაგრა... ვიღაც ყალთაბანდმა სამხედრო კოლონას გზა გადაუჭრა მცხეთა-თბილის დამაკავშირებელ ხიდთან და ლამის ავტოავარიის მომსწრე გახდნენ ჯარისკაცები... გამოცდილი მძღოლი მრავალსართულიანი გინებით შემოიფარგლა და გაბრაზებულ გულზე გაზის პედალს დააჭირა ფეხი და გადაცემათა კოლოფი შეცვალა ახალი სიჩქარით... უკან დარჩა სვეტიცხოვლის გუმბათზე ოქროსთმიანი მზის სხივები და ჯვრის მონასტერი... კოლონა სადაცაა დიღომში შევიდოდა. გადაუხვიეს რუსთავის გზატკეცილს და კრწანისის სასწავლო ცენტრისკენ მიმავლ მეორეხარისხოვან გზაზე კოლონამ მტვრის ბუღი დააყენა. გეგა ახალ სამხედრო ბაზას უახლოვდებოდა... კრწანისის მრავალჭირნახულ და წინაპრების სისხლით მორწყულ ველზე შორით მოჩანდა ძლიერი შუქებით გაჩახჩახებული სასწავლო ცენტრი. გამშვებ პუნქტზე შესასვლელი ჭიშკარი უკვე ღია იყო და მხედრული სალამით გაწკეპილი ჯარისკაცი ელოდებოდა მანქანების სრულად შესვლას სამხედრო ბაზაზე. კოლონა დისლოკაციის ადგილზე ავტოფარეხში შევიდა და მონიშნულ ადგილებზე გაჩერდნენ. ჯარისკაცები თავიანთი ხელჩანთებით მორიგ ბრძანებას ელოდნენ... მოწყობა, სიის შედგენა ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ და უფროსი სერჟანტი ყიფშიძის ბრძანებით, ყაზარმაში ახალი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ საწოლებთან ლაგდებოდნენ ახალწვეულები. აქ უფრო მეტი თავისუფალი დრო და კომფორტი იყო ოსიაურის სავალდებულო სამსახურის ბაზასთან შედარებით... ახალ სივრცეში გეგამ შუა ღამემდე თვალი ვერ მოხუჭა , შემდეგ როგორც იქნა ჩაეძინა. დილის ექვსი საათი და თხუთმეტი წუთი იყო როცა მორიგემ ადგომის ბრძანება გასცა. ახალწვეულები ერთად მოეწყვნენ, იქ მყოფი ძველი ჯარისკაცები კი ცალკე კოლონაში. უფ.სერჟანტ ყიფშიძემ იხმო თავისთან ახალი მოსამსახურეები და ახალი უნიფორმის მისაღებად წაუძღვა საწყობისკენ. პლომბით დახურული უზარმაზარი კარი გაიღო და რას ხედავს თვალები?! თვალუწვდომელ საწყობში რას არ ნახავდი, დაწყობილ ასეულობით ფორმას, საკვებ საშუალებებს, იარაღებს, ტყვია-წამალს, ახალ ფეხსაცმელებს, სპორტულ ტანისამოსს თუ ფეხსაცმელს, უმაღლესი ხარისხის თბილ ქურთუქებს, ფანრებს, ჩანთებს, დანებს, ჯარისკაცის აღჭურვას რაც დაჭირდებოდა ყველაფერს, რას აღარ მოკლედ. ყველაფერი ამერიკული და უმაღლესი ხარისხის იყო. მწყობრად განლაგდნენ და უნიფორმისა და მისაღები ნივთების უწყისებზე ხელის მოწერისთვის განკუთვნილ მაგიდას მიუჯდა ყიფშიძე. ზურგის სამსახურის ოფიცერი, კაპიტანი ილურიძე ჯარისკაცებს ურჩევდა ზომის მიხედვით ფორმებს და ჯარისკაცისთვის განკუთვნილ საჭირო ნივთებს... დანა, ფანარი, საძილე ტომარა თავისი ქვეშსაგებით, ჩანთა, განტვირთვის ჟილეტი, ჩაფხუტი, სამი წყვილი უნიფორმის კომპლექტი, მათარა, ზამთარ-ზაფხულის ორ-ორი წყვილი ტყავის ჩექმა, თბილი ფორმის შიგნით ჩასაცმელეები , წინდები, მაისურები, სამხედრო კამუფლირებული ბენდენები, ორი წყვილი სპორტული სავარჯიშო კედი და ზედა-ქვედა, მზის და გამჭვირვალე სათველეები, ხელთათმანები... სულ მალე აიდი ბარათებს დაურიგებდნენ და საბანკო სახელფასო ბარათებს ბანკომატიდან ხელფასების გასანაღდებლად... გამოცდილი ჯარისკაცები სამწყობრო მომზადებისთვის ზედმეტ დროს აღარ დაკარგავდნენ, დრო ფიზ.მომზადებას და საველე , საცეცხლე მომზადებას დაეთმობოდა. საღამოს 19:00 დან 21:00 სთ მდე იყო მნახველების მიღების დრო. 75 დღის განმავლობაში შვებულებაში არავის გაუშვებდნენ გარდა საპატიო მიზეზისა. მომდევნო ორშაბათიდან დაიწყებოდა ბი.სი.ტი ის ამერიკული საწვრთნელი სწავლება, მანამდე კი ყველა ერთი კვირის დასვენების მიზნით ოჯახებში დაითხოვეს და ორშაბათიდან დილის 10:00 სთ.ზე უნდა გამოცხადებულიყვნენ მოწყობაზე. გეგა ნემსაძე რუსთავთან, თავის სახლთან ძალიან ახლოს იყო... სულ რაღაც ერთი საათი და კარზე ნაცნობი ზარი... კარს დედა უღებს, ხედავს- ახალ, ამერიკულ ფორმაში გამოწყობილ ახოვან, ტანად, ვაჟკაც შვილს, რომელმაც თავისი სიცოცხლისა ცხოვრების განმავლობაში, ოჯახისათვის აირჩია ურთულესი და საპასუხისმგებლო სამხედრო გზა და ის საამაყო შვილი და საიმედო ჯარისკაცია საქართველოსი🇬🇪 ნაწილი- XI -შვილო!.. -დე... როგორ ხარ? -ვააა, შემოდი ერთი შეგხედო კარგად, ახალი ფორმა? ო, რა ბიჭი მყავს, დედამ გენაცვალოს შენ... -დე, თეა სადაა?! -დაქალთან არის, ინგასთან მეხუთზე... -ხვალ დაბადების დღე აქვს და ნამცხვრების გამოცხობაში და რაღაცეების მომზადებაში. -მამა? -მამა დღეს უკეთ იყო ცოტა, ეზოში ჩავედით ცოტა ხანს გავისეირნეთ აქვე სკვერში, მერე დაიღალა და ახლა ძინავს. წამლები დავალევინე. გეგამ მამის ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და მძინარე, ავადმყოფ მამას დახედა, შემდეგ ისევ კარი ფრთხილად მოხურა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა. დედა ვახშმის გამზადებას შეუდგა და თან ჰკითხა გეგას: შვილო, ნინო როგორ გყავს? გეგას გაეღიმა და დაიმორცხვა თავი, კარგად... დღეს ველაპარაკე, ვუთხარი, რომ ოთხ წლიან კონტრაქტზე ვაწერ ხელს და გაუხარდა... -რა? კონტრაქტზე? რატომ არ მითხარი მე?! -რა აზრი ჰქონდა თქმას? მე ისედაც მოვაწერდი ხელს კონტრაქტზე, ახლა რომ წავალ ორშაბათს, გავივლი საწვრთნელ პროგრამას და მაღალი ხელფასი მექნება. ყველაფრით ვუზრუნველყოფ ოჯახს, ნინოსაც შევირთავ, ვიწრო წრეში გადავიხდი ქორწილს და მამასაც ვუმკურნალებ... ნელი გაოცებული იყო შვილის ასეთი პიროვნული ზრდითა და გონიერებით. დედის გულში სიხარულისა და ბედნიერების ცეცხლი ენთო და თვალები უბრწყინავდა, თან ერბო-კვერცხი ტაფაზე საამურად შიშხინებდა. კარზე ზარია, მე გავაღებ დე, მიდი შვილო, ეს თეა იქნება... პრაქტიკებზე დაიწყო სიარული... უკვე ექიმია, ეგ რომ არ გვყვავდეს რა გვეშველება, მამათქვენს ეგ უწევს ექიმობას. -გეგააა... ძმაო, ვააუ, რა მაგარი ფორმაა ბიჭოო...?! ქუდი მოხადა, სარკესთან მიირბინა თმები გაისწორა და კიდევ ერთხელ მოეხვია მონატრებულ ძმას. ასეთი ფორმა და ჯარისკაცი ამერიკულ ბოევიკებში მაქვს ნანახი, ჩემი ტანსარო ბოევიკი ხარ შენ... ნინო როგორ გყავს?! -კარგად არის, მოგიკითხათ ყველა... ამასწაინათ კურსელის მობილურიდან დავურეკე, ისეთი ყურადღებიანი და ჭკვიანი გოგოა... -ჰო, ვიცი ამიტომ მოვიყვან მალე, ჯერ ხელფასი ავიღო და მოვემზადოთ ! -ხელფასი? რა ხელფასი ძმაო, საიდან ჯარში ხელფასი?! -საკონტრაქტოზე გადავედი, 4 წელი კონტრაქტზე ვიქნები... შეიძლება ერაყში წავიდე, საერთაშორისო მისიებში მივიღო მონაწილეობა... აბა?! აუ, არ წახვიდე ერაყში გთხოოოვ?! დაიმწუხრა თავი დაიკომ... -მაინც ვერ გადაათქმევინებ, ხომ იცი როგორიც არის, დასძინა ნელიმ... ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიათ... ახლა ერთი კვირა დავისვენებ, შეიძლება ნინო და მისი მშობლები ჩამოვიდნენ მამას სანახავად, არ ვიცი ზუსტად რას იზამენ... ბიჭო, პარასკევს ჩამოვიდნენ და მომზადებული დავხვდებით, ახლა ასე მოულოდნელად არაფერი გვაქვს, სირცხვილს ხომ ვერ ვჭამთ? -ნუ გეშინიათ, ვიზრუნე მე მაგაზე... რომ ჩამოვედი ჩემი კლასელი შემხვდა, ეგ ხომ დისტრიბუტორობის მამამის ფირმაში, სამასი ლარი ვესესხე და ხელფასზე დავუბრუნებ... ბიჭო, იაგოს? რატომ გამოართვი ფული მაგ ყალთაბანდს, აღარ გახსოვს სულ ჩხუბობდით ? ეგ ბავშვობაში იყო, სკოლის პერიოდში , ისიც შენს გამო ვეჩხუბებოდი, რომ უყვარდი და არ გასვენებდა, ამიტომაც ხვდებოდა ცხვირში მუჭი... დედამ და გეგამ გულიანად გადაიხითხითეს, თეა სახეზე აწითლდა და აპიწკინდა... ახლა უკვე ძმები ვართ, კარგად მიმიღო, მაღაზიასთან გარეთ ბარიც გაუხსნია და ლუდზე დამპატიჟა და ჩემი ამბავიც ვუთხარი, არაფრის მოგერიდოს, შენს გვერდით მიგულეო. ეტყობა ცემა მოუხდა და გამოჭკვიანდა, გეგამ კიდევ ერთხელ გადაფინა სახეზე ღიმილი. ნელიმ ამასობაში სუფრა გააწყო და ქმარს შეხედა. გიორგის გაეღვიძა და წამოდგომა დააპირა, ნელიმ ხელი შეაშველა და წამოაყენა... გიო, გეგა ჩამოვიდა! -ვაახ, ჩემი ლომი გამოუშვეს გალიიდან? იუმორის გრძნობას არ კარგავდა ავადმყოფი მამა... გეგა მამას გადაეხვია და ფრთხილად მოუთათუნა ხელები მხრებზე... ოჯახური ვახშამი მშობლებთან და დასთან ძალიან ტკბილი და გემრიელია... პარასკევ საღამოს ნინოს მშობლები ესტუმრნენ გეგას... ოჯახი გაფართოვდა, გიორგიც გახალისდა და გამხიარულდა ოჯახიდან საამური მოლხენისა და სიმღერის ხმები გამოდიოდა... გეგა და ნინო დიდი სიყვარულით შესციცინებდნენ ერთმანეთს... ძალიან ლამაზი წყვილი იყო, ძალიან ლამაზი სანახავი იყო მათი ანთებული თვალები და ცეცხლმოკიდებული ხელები... გეგამ მამას ოთახში დაიძინა, ნინო და თეა დილამდე ჟღურტულებდნენ, ნინოს მშობლები ლენა და ჯონი გეგას ოთახში... შუა ღამემდე იმუსაიფეს, გაუგეს ერთმანეთს, სამომავლო გეგმიც დააწყვეს, გეგას გადაწყვეტილებაც ძალზე მოეწონათ ნინოს მშობლებს... ნიავი ბედნიერების მიმართულებით ჰქროდა... ერთადერთი დიდი პრობლემა გიორგის მოურჩენელი სიმსივნური დაავადება იყო და მისი ამგვარი მდგომარეობა, რომელიც ყველას აწუხებდა და აფიქრებდა... ამიტომაც ნაჩქარევად უნდა გადაწყვეტილიყო გეგას ნიშნობა და შემდეგ მალევე ქორწილი. შაბათი, კვირა, ორშაბათი 10:00 სთ. გეგა ნემსაძე სრული აღჭურვილობით სასწავლო ცენტრის პლატცდარმაზე იდგა და მზად იყო საცეცხლე მომზადების შესწავლისთვის. XII ნაწილი ნაბიჯით იარ! თავი-XII გაზაფხული თანდათან დასასრულისკენ მიდიოდა... სასწავლო ცენტრის ბაზაზე ცხელი ზაფხულის მზე ემზადებოდა კრწანისის გაშლილ ველზე ყაყაჩოების გადასაჭკნობად. ასეული სახელად ,,ბრავო" საცეცხლე მომზადებას განაგრძობდა. დღეები სასწაულად იწელებოდა და მაისის მზიან ამინდებს ვერ განასხვავებდი ზაფხულის სიცხისგან. ჯავშანჟილეტი და ყელზე მაგრად შეკრული ჩაფხუტი, ბრავო ასეულის ჯარისკაცებს სულს უხუთავდა. საცეცხლე მომზადება მიმდინარეობდა ათეულების, ოცეულების, ასევე ასეულის დონეზე. გადაადგილება კოლონაში თითო-თითოდ, ორ_ორად, ჯაჭვისებურად, სოლისებურად, რომლის სწავლება მიზნად ისახავდა ქვეითი გადაადგილების დროს საბრძოლო მზადყოფნისა და ფრონტის ხაზზე საომარი უნარ-ჩვევების შესწავლას, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანანადგურებლად. სწავლებაში ასევე შედიოდა ჯავშანტექნიკის მხარდამხარ ბრძოლის მეთოდები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების და მობილური ჯავშანტრანსპორტის გამოყენება მოწინააღმდეგე ძალის საცეცხლე წერტილების წინააღმდეგ. საბრძოლო მეთოდიკის ცოდნა გადაადგილების დროს, როდესაც მიმდინარეობს მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტის მისამართით სვლა და ამავდროულად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ხელყუმბარების და ნაღმსატყორცნების უდანაკარგოდ გამოყენება... უნდა იყო მაქსიმალურად სხარტი და ცივი გონებით აზროვნებედე, რათა შენს ირგვლივ გაშლილ თანამებრძოლებს ხელი არ შეუშალო და პრობლემები არ შეუქმნა. ყველა მეომარი მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოქმედებდეს და ერთმანეთის თვალთახედვის არედან არ უნდა გადიოდეს, იმიტომ რომ თანამებრძოლის უცაბედად დაჭრის დროს გადაიყვანო ცეცხლის კერებისგან დაცულ ადგილზე, საველე ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. სასწავლო პროცესი სამხედრო პოლიციის და ნატოს მაღალჩინოსნების დაკვირვებისა და მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. საცეცხლე მომზადება ე.წ ფუჭი ტყვიებით მიმდინარეობდა, თუმცა ნამდვილი ომისგან ვერ განასხვავებდი. ეს ისეთი აზარტი იყო , რომ დაღლილობა, სიცხე, შიმშილი და წყურვილი აღარავის ახსოვდა. სასუნთქი გზები დენთის სუნით იყო გაჟღენთილი და ზოგ შემთხვევაში გულისრევის შეგრძნებას იწვევდა. სწავლებებში ჩართული იყო ყველა დანაყოფი როგორც ერთიანი კომპლექტი. სატანკო ასეული, საინჟინრო-ქიმიური ასეული, კავშირგაბმულობის ასეული, სახმრლეთო ქვეითი ასეული, სამედიცინო ოცეული, საარტილერიო ასეულიდან გამოცდილი სერჟანტები და ოფიცრები. ამის შემდგომ ბატალიონების დონეზე იგეგმებოდა ანალოგიური სწავლება და შემდეგ გენერალური, საჩვენებელი სწავლება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი უცხოელ სამხედრო პარტნიორებთან და ატაშეებთან ერთად დაესწრებოდა და პირადად ჩაიბარებდა ბი-სი-ტი ს კურსის წარმატებით დასრულებას, რაც დამატებით მოტივაციას და პასუხისმგებლობას მატებდა ჯარისკაცებს. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იმატებდა საბრძოლო გამოცდილება იარაღთან, აღჭურვილობასთან, ტყვია-წამალთან და ეს ურთიერთქმედება პროფესიონალ ჯარისკაცებად აყალიბებდა ერის ყველაზე საიმედო ვაჟკაცებს. საგანგებოდ ჩამობრძანებული უცხოელი სამხედრო პარტნიორები ქართველი ჯარისკაცების მიერ სწრაფადვე აღებულ საბრძოლო ალღოსა და ნიჭის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ხშირად ნახავდი მათ გაოცებულ სახეებს. მათ ალბათ არ იციან საქართველოს ჭეშმარიტი ისტორია, არ იციან ვინ ვართ ჩვენ, მათ ალბათ არ უწყით, რომ ქართველებს დასაბამიდან დღემდე სიმართლისთვის ბრძოლის ჟინი სისხლში გვაქვს გამჯდარი და წინაპართა გმირული გენი ნამდვილ ქართველებს სამყაროს აღსასრულამდე გაგვყვება. პარასკევი დღეც მიიწურა. შაბათ დილიდან პოლიგონზე მწკვრივებად გაფანტული ჯარისკაცები გამოყენებულ გილზებს აგროვებდნენ, რათა გარემო არ დაბინძურებულიყო და ხელისშემშლელი არ ყოფილიყო მეტალის უამრავი მასა სასროლეთის ნიადაგის ზედაპირზე. როგორც კი გავასუფთავებდით ტერიტორიას, სადილის შემდეგ შეგვეძლო ორშაბათამდე ოჯახების მონახულება და დასვენება. ორშაბათ დღეს სწავლების კურსი მთავრდებოდა და ჯარისკაცებს შესაბამისს სერტიფიკატებს გადასცემდნენ, მიიღებდნენ ასევე სამხედრო _აიდი ბარათებს, საბანკო_ სახელფასო ბარათებთან ერთად. შემდეგ კი, საღამოს სპეციალურად არმიისთვის საგანგებოდ დაგეგმილ კონცერტზე ჯარისკაცებისთვის იმღერებდა ნინი ბადურაშვილი. გეგა ნემსაძემ სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვა და სახლისკენ გაეშურა. როგორც კი სასწავლო ცენტრის ბაზას გასცდა, პიკაპი წამოეწია ზურგიდან და მტვრიან გზაზე ფრთხილი მუხრუჭებით შეუჩერა. ტოიოტას მარკის პიკაპში ორი შავკანიანი ამერიკელი მიემართებოდა თბილისისკენ და გეგაც გაიყოლეს. გეგა თბილისი_ რუსთავის გზატკეცილზე ჩამოვიდა და ინგლისურად მადლობაც გადაუხადა: თენქიუ ვერი მაჩ. შავკანიანმა გაუღიმა და თავი დაუკრა. სულ ორი წუთი და გეგა რუსთავისკენ მიმავალ სამარშუტო ტრანსპორტში ჩაჯდა. მალე სახლთანაც მივიდა, სწრაფად აირბინა კიბეები და კარზე ზარი დარეკა. კარი თეამ გააღო, უხასიათოდ და ცივად გადაეხვია და სწრაფადვე გაუშვა ხელები ძმას. სახლში სევდიანი და მოსაწყენი სიჩუმე და აურა იყო. გიორგი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა... ის აღარ ჰგავდა საკუთარ თავს, დასუსტდა, გახდა, დაჩიავდა, თმები გაცვივდა, ხმა შეეცვალა, თვალები ჩაუცვივდა, ნაოჭები შესამჩნევი გახდა, მის სახემ სიცოცხლის ელფერი დაკარგა! 49 წლის ასაკში 70 წლის შესახედავი იყო... გიორგის გადარჩენის შანსები დღითიდღე მცირდებოდა... გეგას პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ დღითიდღე იმატებდა. -თეა ! -ჰო, -სად არის დედა?! - ბაზარში წავიდა, მე მამასთან დავრჩი... -დიდი ხანია? -არც ისე, დილით უნდა წასულიყო მაგრამ მამას გადასხმა დაუდგა და წავიდა... მეც ერთი საათის ჩამოსული ვარ თბილისიდან გეგ... აა, ჰო, აღარ იწყება შენს უნივერსიტეტში არდადეგები? -ამ თვის ბოლოს მთავრდება სემესტრი და ვამთავრებ! -კარგია, მამა რომ გაიღვიძებს გამაღვიძე თუ ჩამეძინა უთხრა გეგამ თეას, მაგიდიდან ვაშლი აიღო , ჩაკბიჩა და დივანზე წამოგორდა... ჩაკბეჩილი ვაშლი ხელებში თეას შეაჩეჩა, ჯიბიდან მობილური ამოიღო, ბალიშის ქვეშ ამოიდო და მზერა ოთახის ჭერში ჩამოკიდულ ჭაღს მიაპყრო. ავადმყოფი მამის ფიქრი გამუდმებით აწამებდა გეგას, ნინოზე უზომოდ შეყვარებული კომანდოს ახალგაზრდა ჯარისკაცი ცხოვრების ურთულეს ეტაპს გადიოდა. დრო ძალიან ცოტა ჰქონდა. მამის სიცოცხლის დღეები დათვლილი იყო და თან არ იცოდა ხვალ ან ზეგ სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის განრიგი და მისია, საით_ რა დროით გადააგდებდა. _რაც არ უნდა ისეთი გამოწვევის წინაშე იდგეს ადამიანი, მის გულში იმედი ყოველთვის ღვივის... ყოველთვის არსებობს რაღაც გამოსავალი, რომელიც ოპტიმიზმის რელსებიდან არ ჩამოგაგდებს და ოდესღაც, ადრე თუ გვიან ხელმოსაჭიდს გთავაზობს. მთავარია არ წარიკვეთოს ადამიანმა სასო და ნეგატიურ ფიქრებს არ მიცეს თავი. ღმერთზე მინდობილი ადამიანი, მარტოსულად არასოდეს იგრძნობს თავს. რა ასაკშიც უნდა იყო, ცხოვრების რომელ საფეხურზე, რა სახის გზაჯვარედინზე და რა გამოწვევის წინაშეც, იმედი მაინც არ გტოვებს და ხვალინდელ დღეს, მზიანსა თუ წვიმიანს იმედიანად ეგებები. ამ ფიქრებსა და იმედებში ქანცგაწყვეტილ ჯარისკაცს ჩასძინებოდა. თეა ღია ფანჯარასთან იჯდა და ცაზე უფრო ლურჯი, სევდიანი თვალებით სადღაც შორს იმზირებოდა. გიორგის, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფს ეძინა და უკვე შეგუებული იყო არსებულ გარემოებას. ის სიკვდილის ანგელოზის მოსვლას ვაჟკაცურად ელოდა და მედგრად გამოიყურებოდა. საოცარი ადამიანი იყო გიორგი ნემსაძე... არასოდეს არ აგრძნობინებდა გარშემომყოფთ თუ რა ტკივილსა და სევდას გრძნობდა. მასთან თავს ყოველთვის დაცულად და საიმედოდ იგრძნობდი. ის შესანიშნავი იუმორის მქონე, მუდამ ხალისიანი და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი იყო. განათლებული, თავმდაბალი, სიტყვის კაცი... გიორგი ნემსაძე ყოფილი ფეხბურთელი გახლდათ, რუსთავის ოლიმპის ყოფილი კაპიტანი, რომელიც შუა საფეხბურთო კარიერაში, ტრავმის გამო მოწყდა სპორტულ ცხოვრებას. მან სულ რაღაც რვა წელი დაჰყო დიდ ფეხბურთში და მის შესანიშნავ თამაშს ათ ნომრიანი ოლიმპის მაისურით დღესაც იხსენებდნენ რუსთაველები. ის გუნდის უდაო ლიდერი იყო. უამრავი გოლი აქვს გატანილი სახელოვან დინამო თბილისის, ლოკომოტივის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების საფეხბურთო გუნდების კარში. ჯანმრთელობის გაუარესებამდე მას ხშირად ნახავდით რუსთავის პარკში სპორტულ ჟურნალ- გაზეთებში ჩაფლულს. მას სურდა გეგაც გაყოლოდა მამის კვალს, თუმცა გეგას არასოდეს უყვარდა ფეხბურთის თამაში და ძალდატანებით არაფერი გამოვიდოდა მასთან. ფეხბურთის დიდი ქომაგია ასევე ქალბატონი ნელი, გიორგის მეუღლე. სწორედ რომ იმ დროს გაიცნეს ერთმანეთი როცა კარიერის ზენიტში იყო გიორგი... ნელის მამა კი აწ გარდაცვლილი ვასილ მახარობლიშვილი ოლიმპის სტადიონის დირექტორი იყო. ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე ნელის ოჯახში ფეხბურთელები და ეს ერთი საფეხბურთო, სპორტული ზეიმი იყო. ეჰ, დრო გარბის... თვალის დახამხამებაში ფრინავს წლები... მას შემდეგ თითქმის 20 წელია გასული და ყოველგვარი წარმატება წალეკა ჟამთასვლამ! ასე ემართებათ პატიოსან და ქველ ადამიანებს... თუმცა ყველაზე დიდი ფასეულობა, რაც შეიძლება გაფრენილ დრომ დაუტოვოს კარგ ადამიანებს, გაკეთებული სიკეთეებია, რომელიც ლამპარივით გაგინათებს ბნელ დღეებსა და ღამეებს. გეგა დედის ჩუმ ამბორმა გამოაღვიძა, თვალები მოიფშვნიტა და წამში წამოჯდა ... _როგორ ხარ შვილო? გაგაღვიძე? -არაფერია, შენ როგორ ხარ? გაიღვიძა მამამ?! -კი , ღვიძავს ... გადასხმა დავუდგა თეამ ახლა ხანს! -შევალ ვნახავ... -ვაა, გეგუშ, გაიღვიძე?! იქ არ გაძინებს ხო უფროსობა?! -კი როგორ არა, უბრალოდ სწავლებები ძალიან დამღლელია... -აბა რა იქნება... მე რომ ოლიმპში ვთამაშობდი, დილიდან საღამომდე დავრბოდით ხოლმე, ,,ტრენერი" ისეთ რთულ ვარჯიშებს მოიფიქრებდა ხოლმე, ბიჭები ჩუმად აგინებდნენ ... -ორივეს გაეღიმა... მამის გადასხმის კათედერიანი ხელი გეგას ხელში ეჭირა დიდხანს და საუბრობდნენ ხან რაზე , ხანაც რაზე. როგორც კი ჩამოიცალა გადასხმა, გიორგის ისევ ჩაეძინა. გეგამ ფრთხილად გააშვებინა ხელი და საწოლზე დადო. თეა და ნელი ყავას შეექცეოდნენ და თან ჩუმად რაღაცაზე საუბრობდნენ. როგორც კი გეგა გამოვიდა მამის ოთახიდან, უცებ შეწყვიტეს ლაპარაკი და ორივემ გადაიკისკისეს. -რა ხდება? რას მიმალავთ გოგოებო?! -არაფერს, არ არის შენთვის ეს საინტერესო! მიუგო ნელიმ... თეა სახეზე წამოწითლდა ყავის ფინჯანი პატარა მაგიდაზე გადაანაცვლა. გეგა ეზოში ჩავიდა, შუადღე გადასულიყო და გრილი ნიავი ხეივანს საამოდ ელამუნებოდა... უბნის მეზობლები და მეგობრები გეგას ესალმებოდნენ და გიორგის ბედიც ედარდებოდათ. ამხნევებდნენ და უწონებდნენ მის გადაწყვეტილებას. გეგაც თავის მხვრივ უფრო გაზრდილი, დინჯი, ჭკვიანი და უფრო გაწონასწორებულ ადამიანი გახდა. ასეა, არმია აყალიბებს ახალგაზრდას, აჯანსაღებს ახალგაზრდა ორგანიზმს, უფრო წინდახედულს და მიზანსწრაფულს გხდის. არმიაში ახალგაზრდა გამოიმუშავებს საუკეთესო უნარ-ჩვევებს, რაც სამოქალაქო ცხოვრების ადამიანთა ყურადღებას არ გამოეპარება. ყველასთვის სასურველი მეგობარი და ადამიანი ხდები... ყველამ იცის, რომ ქართულ არმიაში ჯანსაღი გონებისა და აზროვნების პერსპექტიული ადამიანები მსახურობენ. ეს კი დიდი სტიმულია ჯარისკაცისთვის, როცა სამხედრო ნაწილიდან გამოდის დათხოვნაში სამოქალაქოზე. არმიას კიდევ უამრავი პლიუსი აქვს, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს და მისი დადებითი მხარეები თავად უნდა გამოცადო. მოთხრობილს და გაგონილს ნანახი და საკუთარ თავზე გამოცდილი ყოველთვის ჯობია. გეგამ სულ რაღაც ორი, სამი დღე დაჰყო სახლში, შაბათი კვირა სეირნობაში, ძილში და დასვენებაში გაატარა ოჯახთან ერთად, თუმცა მოუსვენდრობა რომ დაეტყო, დედამ შენიშნა ეს. -გეგა რატო წრიალებ შვილო, ადგილს ვერ პოულობ, ხომ მშვიდობა გაქვს?! -კი, მომბეზრდა უქმად ჯდომა და კოტრიალი, ერთი სული მაქვს ორშაბათი დღე როდის მოვა. ბარემ დავასრულო სწავლების კურსი, მივიღო სერტიფიკატი, პლასტიკური ბარათი, აიდი ბარათი, და დავადგე გზას. -გეგა, ახლა ხელფასს აიღებ შვილო ხომ? უთხრა ნელიმ... -კი ავიღებ... თვენახევრის ხელფასს, ზუსტად არ ვიცი რამდენი ჩამერიცხება, მაგრამ რომ აღარაფრის გაგვიჭირდება ეს ვიცი. ცოტას დავიტოვებ და დანარჩენი შენ და თეამ გაიყავით. -რა გულუხვი ხარ გეგა, ღმერთმა დაგლოცოს და წარმატების გზებზე გატაროს მუდამ შვილო. ახლა ყველაზე მეტად მამაშენის წამლების ყიდვა გვიჭირს. -ჰო და ყველაფერი კარგარ იქნება, როგორც კი დასრულდება სწავლება, 10 დღიან შვებულებას მაძლევენ და ხელფასიც მაგ დროს იქნება. მოვალ, ავიღებ და ერთად დავგეგმოთ რა როგორ გავაკეთოთ. -კარგი ჩემო ბიჭო... დედიკოს ჯარისკაცო. ორშაბათ დილის 6 საათზე გეგა ადგა, შხაპი მიიღო, წვერი გაიპარსა და ფორმა-მუნდირში გამოეწყო. წასასვლელად გაემზადა, მძინარე დაიკოს და დედას აკოცა, მამას ხელზე ვაჟკაცურად მოუჭირა ხელი, ოჯახს დაემშვიდობა, ორ ცალ ვაშლს დასტაცა ხელი და კიბეებზე ჩაირბინა. ნაწილი-XIII მაისის ბოლო შაბათ-კვირას გეგა და თეა ახალციხეში აპირებდნენ წასვლას ნინოს დასანიშნად! ამ დიდ გზაზე ნელის ძმის შვილი დათო მახარობლიშვილი, მისი მეუღლე გვანცა და გეგას მეგობარი, თეაზე უზომოდ შეყვარებული იაგო, თავისი ბე-ემ-ვე ს მარკის ავტომანქანით უნდა წასულიყვნენ... ცხადია ნელი გიორგის ავადობის გამო ვერ შეძლებდა წასვლას და რა თქმა უნდა გიორგიც. სულ რაღაც ორიოდე კვირაც და გეგა თავის სიყვარულს ულამაზესს ბრილიანტისთვლიან ბეჭედს უყიდდა და ნინოს ულამაზეს თითებს დაუმშვენებდა. დრო არ გადიოდა, თითქოსდა გაჩერდა, წინ აღარ იძვროდა მაისის თვის მზითა და სიყვარულით დამწვარ-დალანძული ჯარისკაცის დღეები. ზაფხულის ცხელი დღეები მაისიდანვე მკაცრად იმუქრებოდა. გეგა ძირითად დროს კრწანისის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ატარებდა, სადაც თეორიული სწავლებები მიმდინარეობდა დიდ აუდიტორიაში! ას და ასორმოცდაათ კაციან აუდიტორიებში ასეულების დონეზე მინდინარეობდა სხვადასხვა სახის მეცადინეობები, ადგენდნენ კონსპექტებს, ეუფლებოდნენ სხვადასხვა იარაღის ნიშან-თვისებებს და მახასიათებლებს, სწავლობდნენ ტოპოგრაფიას, ჯი-პი-ეს ითა და კომპასით გადაადგილებების ხერხებს, ადგენდნენ სხვადასხვა მასშტაბის რუკებს და კოორდინატებს. სამხედრო საქმეში ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, ასევე თეორიული ცოდნაც. ბრავო ასეულს შემოდგომამდე ყველა სახის ცოდნა და მომზადება უნდა ქონოდა შეძენილი, რაც კი ჯარისკაცს ევალება და აუცილებელია. გეგამ თეორიულ ნიმუშებსაც იოლად აუღო ალღო, რის გამოც ინსტრუქტორებისა და ოფიცრების ქება არაერთხელ დაინსახურა, რაც ბედად აისახა შემდგომ მის სახელფასო ანაზღაურებაზე. გეგა გახდა კურსის ერთერთი ჯარისკაცი, რომელსაც ჯილდო, სერტიფიკატი და ფულადი პრემია ათასი ლარის ოდენობით დამატებით ჩაერიცხებოდა. თვენახევრის ხელფასმა და პრემიამ, ერთად ორი ათასს ლარს გადააჭარბა, რაც დიდი სტიმული და მოტივაცია იყო მისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენისთვის ახლო მომავალში. ნანატრი პარასკევი დღეც გათენდა. შუა დღემდე რამოდენიმე საათიანი სწავლებების შემდეგ გეგა დაეთხოვებოდა შაბათ-კვირის დღეებს და მონატრებულ ნინოს იხილავდა. ამასობაში ნინოს თითის ზომის ბეჭედიც შეარჩიეს. დათო მახარობლიშვილს თან ახლდა მეუღლე გვანცაც, რომელსაც ღვთაერივი სილამაზე ჰქონდა და კონსერვატორიის კურსდამთავრებული, მუსიკალური სკოლის პედაგოგი იყო... ის თითქმის ყველა საკრავ ინსტრუმენტზე საოცრად უკრავდა... მის მიერ დაკრული კლასიკური თუ ფოლკლორული მუსიკის ჰანგები ზეცაში ადიოდა და ანგელოზებს ახარებდა. დათო მახარობლიშვილი ახალბედა რეჟისორი და სცენარისტი იყო, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა და საინტერსესოდ ღრმა, ფილოსოფიური სიტყვის მარაგი გააჩნდა. საიუვილერიო მაღაზიასთან საგანგებოდ გამოწყობილი მაყრიონი გეგას ელოდებოდა. ცოტაც და შუადღე გადაიწურებოდა, რომ გეგაც აღმაშენებლის გამზირზე კლასიკურად ჩაცმული გრძელი ნაბიჯებით, პირმომღიმარი გამოჩნდა. იქვე ახლოს არსებულ საქარველოს ბანკის ბანკნომატიდან თანხის განაღდების შემდეგ ლურჯთვლიან, ბრილიანტის ბეჭედს ყიდულობენ და სწრაფადმავალი ავტომანქანაც თბილისს უკან მოიტოვებს... მცხეთა, სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, პირჯვარი და შემდეგ გეგას ზარი ნინოსთან! ...დიახ! -როგორ ხარ ნინო? -კარგად გეგა, შენ? სად ხართ?! -მცხეთა გამოვიარეთ და საღამოს ვიქნებით! -კარგია, მოვალ სადაცაა... რამოდენიმე საათი... -მშვიდობით იმგზავრეთ, უფალი გწყალობდეთ! -მადლობა... იაგო მართლაცდა სწრაფი, ჭკვიანი და გამოცდილი მძღოლი იყო! სულ პატარა ასაკიდან მართავდა მანქანას... ხანდახან თეასკენ გაექცეოდა თვალი და ოცნებობდა მისთვის როდის დადგებოდა ასეთი ნანატრი დღე! არც თეა იყო გულგრილი, თუმცა ჯერ ვერ უმხელდნენ ერთმანეთს გულისწვას. დათო მძღოლის გვერდით იჯდა, თეა, გვანცა და გეგა კი უკან! მანქანის სალონში მინდვრის ყვავილებით მორთული თაიგულის უტკბილესი სურნელი ტრიალებდა. გზა არა და არ ილეოდა! გზადაგზა ნინო ესემებს უგზავნიდა საქმროს და იგებდა თუ სად იყვნენ იმ დროისთვის! როგორც იქნა საღამოს რვა საათისთვის ნინოს ეზოში გაჩერდა მანქანა და დამხვდურებიც სადარბაზოდან გამოვიდნენ. რამდენიმე ათეულ ადამიანზე გაშლილი ნიშნობის სუფრა, იქვე ახლოს მდებარე კაფეში იყო. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთი უცაბედად გაიცნეს და კოხტად მორთულ მაგიდებს მიუსხდნენ. გეგა და ნინო ერთმანეთს თვალს ვერ აშორებდნენ, ხელჩაკიდებულნი ერთმანეთს შესციცინებდნენ და სიყვარულის ალ-მური სწვავდათ. ტრადიციული სადღერგრძელოები, მუსიკა, ცეკვა, მხიარული განწყობა და სიმღერები არ წყდებოდა. გვანცა თავისი ლამაზი თითებით გიტარას ატირებდა და დათოსთან ერთად სიმღერად და ჰანგებად იყო ქცეული მთელი ღამის განმავლობაში. დასანანი იყო რომ ნელი და გიორგი ასეთ ზეიმს გამოაკლნენ, თუმცა სულ მალე ქორწილს აუცილებლად შეუერთდებოდნენ, რომელიც ქალაქ რუსთავში იქნებოდა. ყველა გიორგის გამოჯანმრთელებას ელოდა, თან ჩქარობდნენ, რომ მოსწრებოდა შვილის ბედნიერების დღე. ამ საღამოს იაგომ და იამ სულ პირველად იცეკვეს ვალსი! სულ პირველად იცეკვეს ნინომ და გეგამაც! ფორტეპიანოზე გვანცას მიერ შესრულებული ბეთჰოვენის სულში ჩამწვდომი მუსიკა სიყვარულის ანგელოზებს უხმობდა... ნინოს მშობლებსაც ბედნიერების ღიმილი უთამაშებდათ სახეზე. ნინოს ნათესავებმა წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვეს მასპინძლებზე... აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ნინოს მშობლები და ნათესავებიც! საღამოს განსაკუთრებული წამებიც დადგა: გეგამ ბეჭედი მოარგო ნინოს წმინდა სანთლებივით ლამაზად თლილ თითებზე! მის ლურჯ თვალებს და ლურჯ კაბას საოცრად მოუხდა ლურჯთვლიანი ბრილიანტის ბეჭედი! საოცრად გალაღდა ნინოს ბავშვური გული, თითქოსდა იმ წამსვე დაქალდა... ზებუნებრივად გრძნობს ნებისმიერი სუფთა სულის გოგონა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ნაბიჯი, დიდი სიყვარულისკენ ლტოლვა და უფლის წყალობის ფასი ზიარებაა, რომელსაც განამტკიცებს შემდგომ ჯვრისწერა და მათი სულ-გულები სამარადჟამოდ შეერთდებიან! ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა! დგებოდა დრო დროებითი განშორებისა! იაგომ ბოლო ორი საათი მანქანაში დაჰყო და თვალი მოატყუა!... დამშვიდობება და ღამის გზა ახალციხიდან ქალაქ რუსთავამდე. სულ რამდენიმე წუთიანი განმარტოვება და ვარდივით წითელ, სურნელოვან და მარწყვივით ტკბილ ტუჩებში კოცნაც გაიყოლა საგზლად გეგამ! ლამპიონის შუქზეც კი შეამჩნევდი ნინოს გაბრწყინებულ თვალებს, გაიგონებდი აჩქარებული გულის ხმას, ათრთოლებულ მხარ-მკვლავებს იგრძნობდი და გავარვარებული ლოყებიც არ დარჩებოდა ყურადღების მიღმა... დაიქოქა მანქანა და გზაც სულ მალე გასწორდა. ქორწილი მარიამობის მარხვის შემდგომ გადაწყდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი