,,არაფერი მიჭირს" (დედას)
ახლა ალბათ ფიქრობს,როგორ არის? ალბათ ფიქრობს : ნეტა ხომ არ შია? ხომარ ყინავს სუსხი ზამთრის ქარის? ქუჩაშია ისევ ?თუ სახლშია?.... ...... მე კი გთხოვ ,რომ არ მიეცე ამ ჯავრს ვიცი გულს გწვავს დარდი, შენი ბიჭის. მხოლოდ თქვენი მონატრება მტანჯავს , დანარჩენი................? არაფერი მიჭირს. 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
თანაც....თითქმის არაფერი მიჭირს----მე ალბათ ასე დავწერდი
ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით,მთელი მინიატურის კულმინაცია ეგ ხაზია სწორედ ისეთი როგორიც არის..სიტყვა ,,დანარჩენი" აქ მთავარი ემოციური საყრდენია.
ამ სიტყვასა და პაუზაში იგულისხმება მთელი ის ტვირთი რომელსაც პროტაგონისტი ატარებს თუმცა დედისა და ოჯახის დასამშვიდებლად ამ მოჩვენებით სიმშვიდეს ხელს აწერს. ეს მინიატურა წარსულის ნამუშევრებში გამორჩეულად მიყვარს..