,,დაზამთრდება"


დილის სიო ახლა ცივად სუსხავს.
სიცივე კი უკვე ძვალში ატანს.
თან ფოთლებიც ხეებს აღარ ნუსხავს,
ფანტელებით შეიმოსავს  ცა ტანს.
    ჰაერიც კი სხვა ელფერით ათრობს,
    ფიფქმა ღამე თეთში გაახვია,
    მზის სხივებიც უკვე მორცხვობს ,ხათრობს,
    ამ სხვა ელფერს დაზამთრება ჰქვია.

2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

8 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ცივად სუსხავს...ეს იგივეა რაც თბილად მათბობს

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ჰაერიც კი სხვა ელფერით ათრობს,-ვის?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მზის სხივებიც უკვე მორცხვობს ,ხათრობს,------და რა ნაგის პასუხია და
ამ სხვა ელფერს დაზამთრება ჰქვია.

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ძალიან ცალცალკე გარბის სურათები .ვერ ფოკუსირდებიან რატომღაც. პატივისცემიტ ,მე

საერთოდ ეს ლექსი კლიშეებით სავსეა ,შეცდომებიც არის ცხადია.. სუსხი თავისთავად სიცივესთან არის დაკავშირებული , თუმცა შემოდგომის სუსხი და ზამთრის ცალსახად სხვაა ,ამიტომ მთლად ,,თბილად მათბოს" არ გამოდის ,მაგალითად სიტყვა ,,ჩაღუღუნება" სითბოსთან დაკავშირებულია ,მაგრამ არა ზაფხულთან. პეიზაჟია და ჰაერი ათრობს სხვა ელფერით სწორედ ამ გარემოს .🤝მადლობა გამოხმაურებისთვის

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ბეზ ობიდ,რა ვქნა.?...ხუთი წლის ბავშვივით რასაც ვხედავ,იმას ვმღერი

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ერთი შეკითხვა მაქვს,შენ არ გეხება .თბილისელებმა რატომ არ იციან ელემენტარული ქართული?-ვსვავ,ნაცვლად ვსვამ ,ვიზავ,ნაცვლად ვიზამ....და ასეთ სისულელეებს უკვე ტელეწამყვანებიც არეხვებენ.სკოლაში სულ არ უვლიათ?

ცხადია არ მწყინს ,პირიქით მიხარია თქვენი რეფლექსია ჩემს შემოქმედებაზე . ამ პორტალის დანიშნულებაც ხომ ესაა სინამდვილეში.. რაც შეეხება ,,ვ" ებით დაბოლოებებს ეს ჩემთვისაც ყურის მომჭრელია. მართალია თბილისში ვცხოვრობ იმაზე დიდი ხანია რაც ქუთაისში ვიცხოვრე ,მაგრამ ჩემი ტვინი მაინც ქუთაისურადაა დაპროგრამებული.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი